LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გადაადგილების ტოტალურ შეზღუდვებზე საუბარი არ არის – მამუკა მდინარაძე

217
BeFunky-collage (1)

საქართველოს პარლამენტში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას კენჭს დღეს, 18:00 საათზე უყრიან. პროცედურის მიხედვით, დეპუტატებს პრემიერ-მინისტრისა და პრეზიდენტის წარმომადგენლები გააცნობენ ბრძანებულებას, რომელსაც ხელს აწერენ როგორც პრეზიდენტი, ასევე, პრემიერ-მინისტრი.

საპარალამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, საგანგებო მდგომარეობის სხვადასხვა ფორმას, კონკრეტულ შემთხვევებში, განსაზღვრავს დეკრეტი და მთავრობა შესაბამისად მინიჭებული დისკრეციის ფარგლებში.

„ამ შემთხვევაში არ არის საუბარი ტოტალურ აკრძალვებზე, ტოტალურ კარანტინზე, გადაადგილების ტოტალურ შეზღუდვებზე. აქ საუბარია მთავრობისთვის უფლებამოსილების მინიჭებაზე, რომ საკარანტინო პირობები დაადგინოს და საკარანტინო პირობებისა და, ზოგადად, ამ რეჟიმის დარღვევისთვის შესაბამის სანქციები განსაზღვროს. არ იქნება გადაადგილების ისეთი შეზღუდვა, რომ ადამიანს არ შეეძლოს ერთი ადგილიდან დანიშნულების ადგილზე მისვლა, თუმცა გარკვეული შეზღუდვები ამ მიმართულებით იქნება.

საგანგებო რეჟიმის დარღვევა გამოიწვევს ჯარიმას ფიზიკური პირებისთვის 3000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირებისთვის 15 000 ლარის ოდენობით

„ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი ვალდებულია, დაიცვას საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი, წინააღმდეგ შემთხვევაში საგანგებო რეჟიმის დარღვევა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, ჯარიმას ფიზიკური პირებისთვის სამი ათასი ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირებისთვის 15 ათასი ლარის ოდენობით. იგივე ქმედება განმეორებით გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას სამ წლამდე ვადით“, – ამის შესახებ განცხადება საგანგებო ბრიფინგზე გიორგი გახარიამ გააკეთა. მანვე აღნიშნა, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა […]

მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ტოტალური შეზღუდვები არ იქნება, თუ ამისი უკიდურესი აუცილებლობა არ დადგება. როცა ამ დღეებში რეკომენდაციები მიეცა სხვადასხვა დაწესებულებებს, სავაჭრო ობიექტებს, რომ დახურულიყვნენ, 99%-ის შემთხვევაში იყო ამაზე მზაობა, მაგრამ იყო იშვიათი გამონაკლისები, როცა არ ასრულებდნენ რეკომენდაციებს. საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, უკვე ჩვენ შეგვეძლება სახელმწიფოებრივი იძულების ღონისძიებებით ასეთი ობიექტები დროებით დავხუროთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

10 კაცზე მეტის შეკრება იკრძალება, ეს ეხება ყველას და ყველაფერს – გიორგი გახარია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g