10 კაცზე მეტის შეკრება იკრძალება, ეს ეხება ყველას და ყველაფერს, – ეს გადაწყვეტილება გიორგი გახარიამ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე გააჟღერა.
პრემიერ-მინისტრმა უკვე მიმართა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს.
საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ცხადდება
„მოგეხსენებათ, რომ საგანგებო მდგომარეობა განსაზღვრავს და განისაზღვრება ქვეყნის მასშტაბით, შეკრების შეზღუდვა 10 კაცამდე ეხება ყველას და ყველაფერს და ამის მიზანი გახლავთ პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვა.
საქართველოს მთავრობის ძირითადი ამოცანა და მიზანი გახლავთ, ვიზრუნოთ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე მიუხედავად მათი რელიგიური მრწამსისა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
გიორგი გახარია განმარტავს, რა შეზღუდვები იმოქმედებს საგანგებო მდგომარეობის დროს
შეგახსენებთ, საქართველოში 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობა ცხადდება.
საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრმა უკვე მიმართა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს.