გადადის თუ არა საკვებით, მათ შორის, გაყინული პროდუქტით კორონავირუსი – ინფექციონისტების განმარტება

979
page

ახალი კორონავირუსის გარვცელების შემდეგ, მეცნიერები ვირუსის ბუნებას დღემდე სწავლობენ. ის რაც პირველ თვეებში დაუშვებლად მიიჩნეოდა, დღეს არ გამოირიცხება. მაგალითად ის მოსაზრება, რომ კორონავირუსი მაღალ ტემპერატურაზე ვერ პროგრესირებდა და კვდებოდა, შემდგომი კვლევებით აღმოჩნდა, რომ ვირუსი სიცხეში მაინც აქტიურია.

კიდევ ერთი თეორიული მოსაზრება იყო  – საკვები პროდუქტიდან ადამიანზე ვირუსის გადაცემის რისკი. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ ჩინეთში დაფიქსირდა, როდესაც ადგილობრივმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბრაზილიიდან იმპორტირებულ გაყინულ ხორცში კორონავირუსი აღმოაჩინეს.

ქათმის ხორცის იმპორტის შეზღუდვასთან დაკავშირებით შეტყობინება არ მიგვიღია – სურსათის ეროვნული სააგენტო

,,ფორტუნა” დაინტერესდა, რამდენად შესაძლებელია საკვები პროდუქტით ადამიანის დაინფიცირება და შესაძლებელია თუ არა ვირუსი საჭმლის მომნელებელ სისტემაში განვითარდეს. პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის მიმღები განყოფილების ხელმძღვანელი მაია ზალდატანიშვილი განმარტავს, რომ საკვები გზებით ადამიანის ორგანიზმში მოხვედრილი ვირუსის განვითარება ნაკლებად დასაშვებია. მისივე თქმით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ გაყინულ ბარკალში კორონა აღმოჩნდა, ჭორი და ვარაუდია.

,,მოგეხსენებათ, რომ კორონავირუსი ჯერ კიდევ ბოლომდე შესწავლილი არ არის და მისი ბუნების კვლევა მიმდინარეობს. ნაკლებ სარწმუნოდ მიმაჩნია ის, რომ კორონავირუსი გაყინულ საკვებში აღმოჩნდა. ეს ჭორი და ვარაუდი მგონია. გაყინული პროდუქტი გადის შესაბამის პროცედურებს, ინახება დიდი ხნით და თუ მასში ვირუსი მოხვდა, შესაძლებელია რა თქმა უნდა ადამიანს გადაეცეს, თუმცა აქვე ავღნიშნავ, რომ ამ შემთხვევაში ვირუსი სასუნთქ გზებში ვერ მოხვდება. საკვები კუჭნაწლავს გაივლის და გამოიყოფა გარეთ. დაავადება შეიძლება ასეთ შემთხვევაში უსიმპტომოდ განვითარდეს და შემდგომ ანტისხეულებზე ჩატარებულ ტესტირების ანალიზზე გამოვლინდეს. საერთოდ ნაკლებად რეალურია, რომ დაავადება განვითარდეს. საკვებიდან დაავადების განვითარება ყველაზე ნაკებ დასაშვებად მიმაჩნია” – მაია ზალდატანიშვილი.

ამავე საკითხზე ისაუბრა “ფორტუნასთან” ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ და აღნიშნა, რომ ამის თეორიული შანსი არსებობს, თუმცა მისივე განმარტებით, ის ისეთივე დამაზიანებელი არ იქნება, როგორც მაგალითად სასუნთი გზებით ორგანიზმში მოხვედრილი ვირუსი.

,,ამის თეორიული შანსი არსებობს, მაგრამ ვირუსის გადაცემის რისკი თავიდან რომ  ავიცილოთ, გავითვალისწინოთ ყველა საჭირო წესი. მაგალითად ხელების ხშირი დამუშავება. პროდუქტი უნდა დამუშავდეს თერმულად, ხელთათმანით და არა შიშველი ხელებით. მართალია კორონავირუსი ახალგაზრდა დაავადებაა და მას ჯერ კიდევ ვსწავლობთ, თუმცა მისი ბუნების შესახებ უკვე ბევრი რამ არის ცნობილი. შესაძლებელია საკვები პროდუქტით ადამიანის ორგანიზმში მოხვდეს ვირუსი, მაგრამ ეს ნაკლებად სავარაუდოა. თუ საჭმლის მომნელებელ სისტემაში  მოხვდა დიდი რაოდენობით, რაც თეორიულად დასაშვებია, გარკვეულ დაზიანებებს გამოიწვევს, მაგრამ ეს ისეთი ეფექტით არ იქნება როგორც სასუნთქი გზებით დაავადების შემთხვევაში” – აცხადებს ალექსანდრე გოგინავა.

კორონავირუსი: რატომ ინფიცირდებიან ხორცზე მომუშავეები მარტივად? – რა ვითარება ქართულ საწარმოებში

თერმულ დამუშავებას გვირჩევენ ინფექციონისტები ნებისმიერი საკვები პროდუქტის მომზადება და მიღებამდე. მათივე განმარტებით, თეორიულად დასაშვებია ასევე, კორონა აღმოჩნდეს ნახევარფაბრიკატებშიც, ამიტომ გვირჩევენ გავითვალისწინოთ ჰიგიენის და პრევენციის წესები მკაცრად დავიცვათ.

 

პოპულალურები