LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაიცანით ხატია გრემელაშვილი, რომელიც მუშაობას FOX Entertainment-ში იწყებს: ქართველ ახალგაზრდას შემოთავაზება Amazon-დანაც ჰქონდა

194
278942003_706674727139082_2829184526143404228_n

თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის (ESM) კურსდამთავრებული, ხატია გრემელაშვილი მუშაობას FOX Entertainment-ში დაიწყებს. ინფორმაციას თავად თავისუფალი უნივერსიტეტი ავრცელებს.

ხატია FOX Entertainment-ის გუნდს ზაფხულიდან შეუერთდება Business Operations and Strategy MBA Intern პოზიციაზე, უშუალოდ მათ streaming პლატფორმა Tubi-ზე.

თავისუფალი უნივერსიტეტის ცნობით, ხატიას შემოთავაზება Amazon-დანაც ჰქონდა პროდუქტის უფროსი მენეჯერის პოზიციაზე. თუმცა, მან არჩევანი FOX Entertainment-ზე გააკეთა, რადგან ამ ეტაპზე, მისთვის entertainment-ის სფერო უფრო პრიორიტეტულია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები