LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გახარია: 2019 წელი იყო რეკორდული, საქართველოდან ღვინის ექსპორტის თვალსაზრისით

67
pjimage-1

პრემიერის თქმით, 2019 წელი იყო რეკორდული, საქართველოდან ღვინის ექსპორტის თვალსაზრისით.

„საქართველოდან 2019 წელს გაიტანეს 94 მილიონი ბოთლი ღვინო, რომლის შემოსავალი ქვეყნის მოსახლეობისთვის იყო 240 მლნ. აშშ დოლარი. ეს არის ის ძირითადი მიმართულებები, რომლებსაც თავისი ეკონომიკური ძალა ჰქონდა“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

ღვინის სექტორზე ისაუბრა დღეს სოფლის მეურნეობის მინისტრმაც. „ჩვენ ვიცით, რომ პანდემიიდან გამომდინარე, ტურიზმთან დაკავშირებულ სექტორებს, მათ შორის, ღვინის სექტორს, გაყიდვებთან დაკავშირებით გარკვეული სირთულეები აქვს“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. მისივე თქმით, ის ადგილები, რომლებსაც პირდაპირ, მიეწოდებოდათ პროდუქტი, პანდემიიდან გამომდინარე, ფაქტობრივად დაკეტილი იყო როგორც ევროპის წამყვან ქვეყნებში, ისე ჩვენ სამეზობლოში და ეს ფაქტორი აისახა ღვინის გაყიდვებზეც.

„ჩვენი გაყიდვები, წინა წლის რეკორდულ მაჩვენებელთან შედარებით, დაახლოებით 10-15%-ით შემცირდა“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები