LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“გახარიას მიერ წარდგენილი პროგრამა საბჭოთა სტილის სადღეგრძელოა” – “ლელო” დღეიდან მთავრობის მონიტორინგს იწყებს

99
BeFunky-collage (2)

მთავრობის დამტკიცების პროცესს ოპოზიცია თვალს გარედან ადევნებს. “ლელოში” სამთავრობო პროგრამა ოფისში დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკრიტიკეს.

“გიორგი გახარიას მიერ პარლამენტში წარდგენილი სამთავრობო პროგრამა საბჭოთა სტილის სადღეგრძელოა, რომელიც მოქალაქეებს ჰპირდება ყველაფერს, მაგრამ შეუსრულებს არაფერს,” – აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა სამთავრობო პროგრამის შეფასებისას.

მისივე თქმით, მიუხედავად პარტიის მიერ მანდატებზე უარისა, “ლელო” “ქართულ ოცნებას” მშვიდად ყოფნის საშუალებას არ მისცემს და დღეიდან მთავრობის მკაცრ მონიტორინგს იწყებს.

“ჩვენ არ მივცემთ მათ მშვიდად ყოფნის კომფორტს. „ლელოს“ ექნება მუდმივი მონიტორინგი, რას და როგორ აკეთებს მთავრობა, როგორ მუშაობს პარლამენტი და ამ მხრივ ჩვენს მოქალაქეებს შეუძლიათ, რომ იყვნენ მშვიდად. ჩვენ მოქალაქეების სახელით ძალიან მკაცრ მონიტორინგს და მხილების პროგრამას ვიწყებთ უკვე დღეიდან.

რაც შეეხება სამთავრობო პროგრამას, რომელიც გახარიას მიერ არის პარლამენტში წარდგენილი – ეს არ არის პროგრამა ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის, ეს არის საბჭოთა სტილის სადღეგრძელო, რომელიც მოქალაქეებს ჰპირდება ყველაფერს, მაგრამ შეუსრულებს არაფერს. ამ პროგრამის მთავარი პრობლემა არის ის, რომ ის არ აძლევს მოქალაქეს შესაძლებლობას და კონტროლის ბერკეტს, რომ მოსთხოვოს მთავრობას კონკრეტული მისთვის საჭირო შედეგების მიღწევა, ან მოსთხოვოს პასუხი ამ შედეგების ვერ მიღწევისთვის.“ – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

შეგახსენებთ, პარლამენტში ამ წუთებში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გიორგი გახარია დეპუტატებს სამთავრობო პროგრამას აცნობს.

მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხთან დაკავშირებულ პლენარულ სხდომას მხოლოდ ფრაქცია “ქართული ოცნების” წევრები ესწრებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები