LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“გამიჩერდა გული და იმდენი დენი გაატარეს ჩემში, სანამ არ ამიმუშავეს” – როგორია მიშა გომიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა

632
124801735-3640510119304443-7291047165972995070-o

მიშა გო­მი­აშ­ვილ­მა მი­ო­კარ­დი­უ­მის ინ­ფარ­ქტი გა­და­ი­ტა­ნა.

ამის შე­სა­ხებ მსა­ხი­ო­ბი სოციალურ ქსელში პი­რად გვერ­დზე წერს.

“ბევრი ჩემი მეგობარი, ბევრი ნაცნობი თუ უცნობი, (რაც ძალიან მიხარია) მირეკავს, მწერს, აინტერესებთ ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა…მოგახსენებთ: კორონა ვირუსი, ღმერთის წყალობით არ მაქვს!!! 2 კვირა ვიწექი გულის კლინიკაში, არაჩვეულებრივი ექიმების გარემოცვაში, სიკვდილის ულებაც კი არ მომცეს…(ერთხელ გამიჩერდა გული და იმდენი დენი გაატარეს ჩემში სანამ არ ამიმუშავეს!!!) ვიწექი დიაგნოზით:მიოკარდიუმის ქვემო კედლის მწვავე ტრანსმურული ინფარქტი! გამიკეთეს კორონაროგრაფია-ანგიოპლასტიკა 1 წამლით დაფარული სტენტით. ახლა ვარ სახლში, ცოტა სუსტად…”-წერს მიშა გომიაშვილი სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები