LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარჯანიშვილის თეატრში მსახიობ მიშა გომიაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს

136
მიშა გომიაშვილი

კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში მსახიობ მიშა გომიაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. ცნობილ ქართველ მსახიობს, რომელიც 61 წლის ასაკში გარდაიცვალა, პატივს მიაგებენ კოლეგები, პოლიტიკოსები და საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენელი.

გავრცელებული ინფორმაციით, მსახიობის გარდაცვალება გულის შეტევას უკავშირდება. მიშა გომიაშვილი კლინიკაში მკურნალობდა.

მსახიობი 1994 წლიდან მარჯანიშვილის თეატრის დასში ირიცხებოდა. მიღებული აქვს „ოქროს ნიღბის“ საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის გრან-პრი სპექტაკლებში „მამა“ და „ART-ხელოვნება“. იყო არაერთი კინო თუ თეატრალური როლის შემსრულებელი.

მსახიობს მახათას მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ.

ფოტო: IPN

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები