LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გამოძიებიდან გამომდინარე რაც დადგინდება, კანონის შესაბამისად დაისჯებიან: გომელაური ტვ “მთავარზე” და მელაშვილზე თავდასხმის ფაქტზე

64
ვახტანგ-გომელაური-4

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, „მთავარი არხის“ გადამღებ ჯგუფსა და ივერი მელაშვილზე დავით გარეჯში მომხდარ თავდასხმის ფაქტზე, “გამოძიებიდან გამომდინარე რაც დადგინდება, კანონის შესაბამისად დაისჯებიან.”

გომელაურმა მომხდარზე გამოძიების კვალიფიკაციის შეცვლასთან დაკავშირებით დაზუსტებით არაფერი თქვა და აღნიშნა, რომ ამის თაობაზე პროკურატურამ უნდა იმსჯელოს.

„არ ვიცი, ამაზე მე დაზუსტებით ვერ მოგახსენებთ აქედან გამომდინარე, რომ კვალიფიკაციის შეცვლაზე პროკურატურამ უნდა იმსჯელოს. გუშინ, რაც მოხდა, გამოძიება დავიწყეთ.

ერთი რამ შემიძლია ვთქვა, რომ ყველანაირი ძალადობა მიუღებელია, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, მიუღებელია ჟურნალისტებზე და მოქალაქეებზე ძალადობა. გამოძიებიდან გამომდინარე რაც დადგინდება, კანონის შესაბამისად დაისჯებიან“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

დასმულ კითხვაზე – თუ რატომ დაიწყო შსს-მ გამოძიება მხოლოდ ძალადობის ფაქტზე, მინისტრმა  უპასუხა, რომ „რაც ჰქონდათ ფაქტი, სავარაუდოდ, აქედან გამომდინარე დაიწყო გამოძიება.“

„უკაცრავად, მე არ ვარ გამომძიებელი, მე ვარ შინაგან საქმეთა მინისტრი. მე რაც მომახსენეს, დავიწყეთ გამოძიება ფაქტიდან გამომდინარე. კადრებს ნახავენ, დააკვირდებიან, აქედან გამომდინარე, შეიძლება 5 მუხლი დაემატოს და შეიძლება არაფერი დაემატოს“, – თქვა შს მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ „მთავარი არხის“ ინფორმაციით, მათ გადამღებ ჯგუფსა და ივერი მელაშვილს თავს დაესხნენ. ივერი მელაშვილის განცხადებით, სასულიერო პირები, რომლებიც დავით-გარეჯში „მთავარი არხის“ გადამღებ ჯგუფსა და მას თავს დაესხნენ არაფხიზელ მდგომარეობაში იყვნენ.

magti 5g