ბოლო 24 საათში, კოვიდ-19 კიდევ 425-მა ადამიანმა დაამარცხა და გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვი 275 024-მდე გაიზარდა.
გასული დღე-ღამის განმავლობაში, გამოვლინდა კორონავირუსის 228 ახალი შემთხვევა.
ქვეყანაში დადასტურებული შემთხვევების საერთო რიცხვი 284 061-ია.
ახალმა კოვიდინფექციამ კიდევ 11 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ვირუსით სულ გარდაცვლილია 3 822 პაციენტი.
ამ დრომდე:
კარანტინის რეჟიმში რჩება 219 პირი.
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 1 876 ადამიანი.
კლინიკურ სასტუმროში მყოფთა რიცხვი 218-ია.
ბოლო 24 საათში, ჩატარდა კვლევა 9 211 ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 5 090, PCR ტესტით – 4 121.
სტატისტიკური მონაცემები კორონავირუსის შესახებ ცოტა ხნის წინ განახლდა ვებგვერდზე Stopcov.ge.