LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გამოკითხულთა 47 % ვაქცინას არ გაიკეთებდა – 42 % ამბობს, რომ ვაქცინაციასთან დაკავშირებით საკმარისი ინფორმაცია არ აქვს: NDI-ს კვლევის შედეგები

66
Untitled design (4)

“საზოგადოების განწყობა საქართველოში” – ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და CRRC საქართველომ ახალი კვლევის შედეგები წარადგინა.

დოკუმენტი 2021 წლის ივლისის სატელეფონო გამოკითხვის შედეგებს აერთიანებს. კვლევის შედეგები მოიცავს საზოგადოებრივ განწყობებს სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის პოლიტიკის, ეროვნული და ადგილობრივი საკითხების, ჯანდაცვის, განათლების, ეკონომიკისა და პანდემიის კუთხით.

კვლევის მეორე ნაწილი სწორედ პანდემიასთან დაკავშირებულ საკითხებს ეხება. კვლევის მიზანი კი გადაწყვეტილების მიმღები პირებისთვის კოვიდ-19-სა და დაგეგმილი ვაქცინაციის პროცესის მიმართ არსებული დამოკიდებულებებისა და გამოწვევების
შესახებ ინფორმაციის მიწოდებაა.

❓  გაიკეთებდით თუ არა ვაქცინას;

❓   გაქვთ თუ არა საკმარისი ინფორმაცია კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებით;

❓  როგორ უმკლავდება საქართველოს მთავრობა კორონავირუსის პანდემიას.

სწორედ ამ კითხვების საპასუხო განწყობებია ასახული გამოქვეყნებულ შედეგებში.

 

გამოკითხულთა 47 % ამბობს, რომ კოვიდვაქცინას არ გაიკეთებდა

 

 

შეკითხვაზე, გაიკეთებდით თუ არა კოვიდვაქცინას, გამოკითხული აუდიტორიის 47 % პასუხობს, რომ არა. ვაქცინის გაკეთების მომხრეა 35 %. კვლევაში მონაწილეთა 11 % აცხადებს, რომ არ აიცრება, 7 %-მა კი კოვიდვაქცინა უკვე გაიკეთა.

 

კვლევაში მონაწილეთა 42 % ამბობს, რომ ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებით საკმარისი ინფორმაცია არ აქვს

 

 

როგორც გამოკითხვის შედეგად აღმოჩნდა, დასახლების სხვა ტიპებთან შედარებით, თბილისში მცხოვრები მოქალაქეები უფრო ინფორმირებულები არიან.

საერთო ჯამში, შეკითხვაზე, გაქვთ თუ არა საკმარისი ინფორმაცია კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებით, კვლევაში მონაწილეთა უმრავლესობა – 54 % ამბობს, რომ დიახ. 42 %-ის განცხადებით, საკმარის ინფორმაციას არ ფლობენ, 4 %-ის პასუხია, რომ არ იცის.

გამოკითხულთა 53 % ფიქრობს, რომ საქართველოს მთავრობა პანდემიას კარგად უმკლავდება

 

2021 წლის ივლისში გამოკითხულთა 53 % ფიქრობს, რომ ხელისუფლება კოვიდპანდემიას კარგად უმკლავდება.

2020 წლის დეკემბერის გამოკითხვაში ეს მაჩვენებელი 60 % იყო, 2021 წლის თებერვლის გამოკითხვაში კი 68 %.

ახალი კვლევის შედეგების მიხედვით, 37 % ფიქრობს, რომ მთავრობა პანდემიას ცუდად მართავს, 10 5-ს კითვაზე პასუხი არ აქვს.

 

რაც შეეხება ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობას საქართველოში – გამოკითხული მოსახლეობის 45 % ამბობს, რომ პროცესი ცუდად მიმდინარეობს, 37 %-ის შეფასებით კარგად, 18 % კი ამბობს, რომ არ იცის.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g