NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 76% მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია, პარლამენტის საქმიანობაში ყველა არჩეულმა პარტიამ მონაწილეობა მიიღოს. გამოკითხულთა 13% კი საპირისპიროს ფიქრობს.
ამასთან, კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 82% მიიჩნევს, რომ ახალი პარლამენტის მიერ მოქალაქეთა ინტერესების გატარებისთვის, მნიშვნელოვანია პარტიებს შორის თანამშრომლობა, ამ მოსაზრებას გამოკითხულთა მხოლოდ 9% არ ეთანხმება.
გარდა ამისა, კვლევაში წერია, რომ გამოკითხულთა 32% არ მიიჩნევს, რომ პარლამენტი მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე იმუშავებს, ხოლო 28 % არ ეთანხმება მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ახალი პარლამენტის წევრები ეთიკურად მოიქცევიან.
ამავე კვლევის თანახმად, პარლამენტის საქმიანობას კარგად 15% აფასებს, ცუდად 34%, საშუალოდ კი 36%.
ცნობისთვის, NDI-ის კვლევა 2020 წლის 17-24 დეკემბრის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,053 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.1 %, რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.