LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გამყრელიძე: “ომიკრონის” 1009 შემთხვევიდან ჰოსპიტალიზაცია მხოლოდ 14 პაციენტს დასჭირდა

254
1581260258-ამირანგამყრელიძე1

13 იანვრის მონაცემებით, საქართველოში “ომიკრონის” 1009 შემთხვევაა დადასტურებული. 

“ომიკრონის” სწრაფი გავრცელების მიუხედავად, ჯანდაცვის სპეციალისტები აცხადებენ, რომ ამ შტამით ინფიცირებულ პაციენტებში დაავადება მსუბუქად მიმდინარეობს.

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე განმარტავს, 1009 შემთხვევიდან ჰოსპიტალიზაცია მხოლოდ 14 ინფიცირებულს დასჭირდა, 12-მა კლინიკა უკვე დატოვა, რეანიმაციული დახმარება კი არც ერთ მათგანს არ დასჭირვებია:

“ლაბორატორიები გავაფრთხილეთ, რომ “ომიკრონის” საეჭვო შემთხვევები შერჩევითად გამოგვიგზავნონ შესამოწმებლად. ამ ტიპის შემთხვევების რაოდენობა საერთო დიაგნოსტირებულებში 60%-ია. ცირკულაციაში “ომიკრონის” რაოდენობა 45-პროცენტიდან ზემოდ მიდის.

1009 შემთხვევიდან მხოლოდ 14-ის ჰოსპიტალიზაცია მოხდა, 12-მა კლინიკა უკვე დატოვა. აქედან არცერთს არ დასჭირვებია ინტენსიური და რეანიმაციული დახმარება. ერთი იყო 37 კვირის ორსული, რომელიც ასევე გაიწერა ნორმალურ მდგომარეობაში”, – განაცხადა გამყრელიძემ.

დღესვე ამირან გამყრელიძემ “რუსთავი 2-ის” ეთერში რეინფიცირების შემთხვევებზეც ისაუბრა:

“სადღაც 16%-ის ფარგლებში გვაქვს რეინფიცირება. 16%-ს რომ გეუბნებით, ესენი დადასტურებული შემთხვევებია. 16% რომ არის ლაბორატორიულად დადასტურებული, იქიდან ეპიდემიოლოგიურად რომ შეისწავლეს ყველა 1009 არ არის შესწავლილი, შესწავლილია 777 შემთხვევა დეტალურად და ამ ეტაპზე აქედან 16% არის რეინფიცირება”, – თქვა გამყრელიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g