LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გამყრელიძე: ქვეყანაში „ომიკრონის“ 63 შემთხვევაა დადასტურებული, ყველა მათგანი მსუბუქად მიმდინარეობს

100
Untitled design - 2021-12-28T130055.406

დღევანდელი მონაცემებით, ქვეყანაში ჯამში „ომიკრონის“ 63 შემთხვევაა ლაბორატორიულად დადასტურებული. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ყველა შემთხვევაში დაავადება მსუბუქად მიმდინარეობს. მან ასევე აღნიშნა, რომ შესაძლოა, 2-3 კვირაში „ომიკრონი“ „დელტა“ შტამთან მიმართებით დომინანტი გახდეს.

„დღეს ქვეყანაში ლაბორატორიულად დადასტურებულია „ომიკრონის“ 63 შემთხვევა. ვპროგნოზირებთ, რომ 2-3 კვირის ფარგლებში „ომიკრონი“ ჩვენს ქვეყანაშიც შესაძლოა, „დელტასთან“ მიმართებით დომინანტი გახდეს.

63 შემთხვევიდან უმრავლესობა შემოტანილია, თითქმის ყველას კონტაქტების და ჩაღრმავებული ეპიდკვლევა მიმდინარეობს. დაავადების მძიმე მიმდინარეობა არ არის. ინფიცირებულების უმრავლესობა აცრილია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძის განცახდებით ომიკრონი შესაძლოა გახდეს პანდემიის დასასრულის დასაწყისი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g