LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

განვიხილეთ გეოპოლიტიკური სურათი და გამოწვევები ოკუპირებულ ტერიტორიებზე – რას წერს ირაკლი ღარიბაშვილი ჟოზეფ ბორელთან შეხვედრის შემდეგ

90
Rariba 77

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჟოზეფ ბორელთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.

როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან შეხვედრისას ყურადღება დაეთმო ქვეყნის პოლიტიკურ მოვლენებს და მაღალი შეფასება მიეცა ევროკავშირის მედიაციას.

„მქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა ჟოზეფ ბორელთან. ყურადღება გავამახვილეთ ქვეყნის პოლიტიკურ მოვლენებზე და მაღალი შეფასება მივეცით ევროკავშირის მედიაციას. განვიხილეთ გეოპოლიტიკური სურათი და გამოწვევები ოკუპირებულ ტერიტორიებზე. აქცენტი გაკეთდა ასოცირების ხელშეკრულების განხორციელებაზე, წარმატებულ სექტორულ თანამშრომლობასა და ჩვენს სამომავლო დღის წესრიგზე“. – წერს პრემიერ-მინისტრი.

შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ბრიუსელში 15 მარტს დაიწყო. პირველ დღეს პრემიერ-მინისტრი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს შეხვდა.

ამავე თემაზე:

ირაკლი ღარიბაშვილი ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა – რა საკითხებზე ისაუბრეს მხარეებმა

ირაკლი ღარიბაშვილი შარლ მიშელს ამჯერად გაფართოებულ ფორმატში ხვდება 

ირაკლი ღარიბაშვილი ბელგიის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g