LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გარდა იმისა, რომ ​დასჯის დროს ბავშვს ფსიქოლოგიური პრობლემები უჩნდება, დასჯით ბავშვს ვასწავლით, როგორ დასაჯოს თვითონ სხვა“ – პაატა ამონაშვილი

359
amoashvilinews54

ფსიქოლოგმა პაატა ამონაშვილმა ბავშვის დასჯის ნეგატიურ შედეგებზე ისაუბრა.

,,გარდა იმისა, რომ ​დასჯის დროს ბავშვს ფსიქოლოგიური პრობლემები უჩნდება, ამაზე მნიშვნელოვანი ისიც არის, რომ დასჯით ბავშვს ვასწავლით, როგორ დასაჯოს თვითონ სხვა. აღზრდა ასე მარტივად ხდება: რასაც ბავშვი ხედავს თავისი თვალით მშობლებისგან, დიდებისგან, ის ხდება მისი პიროვნების ნაწილი. ჩემს წინ თუ ბავშვია და რაღაცას აშავებს, პირველ რიგში, დავფიქრდები, რამ უბიძგა ამისკენ. ჩვენს ცხოვრებას რომ გადავხედოთ, ჩვენც ბევრ რამეს ვაშავებთ. ყოველი დაშავების მერე, რომ გვკითხონ, რატომ დავაშავეთ, გვაქვს ჩვენი მიზეზები. ბავშვებსაც აქვთ მიზეზები. სანამ რამეს მოვიმოქმედებდე, შევეცდებოდი, რომ ეს მიზეზები დავადგინო.

​არსებობს ბავშვის კონტროლის ორი საშუალება. ერთს ვუწოდოთ გარეგანი კონტროლი, როდესაც მას ვსჯით. მეორე ფორმა არის, როდესაც ბავშვში ვზრდით ისეთ შინაგან ბუნებას, რომ ის ცუდს არაფერს არ აკეთებს. თუ გვინდა, რომ ბავშვი გაიზარდოს უსიტყვო, ცხვარივით მორჩილი, რომელიც ყველაფერზე თავს დაიქნევს, ეტყვიან და გააკეთებს, არ იაზროვნებს, მაშინ უსიტყვოდ უნდა დავიმორჩილოთ. თუ თავისუფლების მოყვარული არსება გვინდა დავინახოთ მომავალში, ეს არასწორი გზაა, ცხადია.

რთულ ბავშვებთანაც შესაძლებელია დასჯის გარეშე, ხმის აწევის გარეშე ურთიერთობა. ​მე გეტყვით ბავშვის აღზრდის ძალიან მარტივ, მზა რეცეპტს. შეიძლება ცოტა რთული იყოს, რომ გავყვეთ მას. ის საუკეთესო მომავალი, რომელიც გვინდა, რომ ბავშვში დავინახოთ, იმ მომავლის პრინციპებით დღეიდანვე, ამწამიდანვე ჩვენ ვიცხოვროთ. გვინდა, რომ ჩვენი შვილი იდეალური ადამიანი გაიზარდოს?! ჩვენ ვხდებით იდეალურები“, – განაცხადა პაატა ამონაშვილმა „რუსთავი2“-ის ეთერში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები