LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გარიცხვაზე, წასვლაზე, მოსვლაზე საერთოდ არ დასმულა საკითხები – ეკა ბესელია

pjimage-3

ბიძინა ივანიშვილი კარგად უძღვებოდა ამ არც თუ ისე იოლ სხდომას – გარიცხვაზე, წასვლაზე, მოსვლაზე საერთოდ არ დასმულა საკითხები, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ „ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. უმრავლესობის წევრი სხდომის შინაარსით და ფორმატით კმაყოფილი დარჩა და განაცხადა, რომ შესაძლებლობა ჰქონდა ეთქვა ყველაფერი, რისი თქმაც უნდოდა.

„მე ძალიან გთხოვთ, ასე ნუ დააპატარავებთ ამ მნიშვნელოვან პროცესს, რადგან აქამდე არ დადის ეს ყველაფერი და არ არის საუბრის ის ფორმა, რაც ერთმანეთს უნდა ვაკადროთ. განვლილ პროცესებზეც გვქონდა მსჯელობა. არის საკითხები, რასაც ერთანირად ვუყურებთ, არის საკითხები, რაზეც შეიძლება გვქონდეს განსხვავებული მოსაზრება და ესეც ნორმალურია. ჩემი პირველი ემოცია და განწყობა არის ის, რომ მე ამ შეხვედრის შინაარსით და ფორმატითაც და იმითაც, რომ მქონდა შესაძლებლობა მესაუბრა ჩემს არგუმენტებსა და პოზიციებზე იმდენი ხანი, რამდენიც მჭირდებოდა, კმაყოფილი ვარ. კარგი და საჭირო შეხვედრა იყო. პარტიის თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი უწევდა მოდერატორობას ამ სხდომას და რამდენიმე ადამიანს გვქონდა შესაძლებლობა გვეთქვა, რა არის ჩვენი განსხვავებული და კრიტიკული მოსაზრება, რომელიც ეხება იმ 10 კაციან სიას, მოსამართლეებს და ა.შ.“ – განაცხადა ეკა ბესელიამ.

მისივე თქმით, სხდომაზე ბევრი გამომსვლელი იყო და განხილვები კიდევ გაგრძელდება.

„ეს შეხვედრა ხვალ გაგრძელდება. საუბრის შინაარსზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ არ მაქვს უკმარისობის განცდა, რომ რამის თქმა ვერ მოვახერხე. ჩემი პოზიცია არც დახურულია და არც კონფიდენციალური. მე მაქვს იგივე პოზიცია, რაც მქონდა და რასაც გიზიარებდით, მე ამ პოზიციას არ შევიცვლი. რაც შეეხება არგუმენტებს, თუ როგორ უნდა წარიმართოს პროცესი, ამაზე მსჯელობას გავაგრძელებთ და შევჯერდებით. შევთანხმდით რამდენიმე საკითხზე, რამდენიმე არის პრინციპული, მათ შორის ის, რომ უზენაეს სასამართლოში უნდა იყვნენ მოსამართლეები მაღალი ეთიკით და არ უნდა იყვნენ დაკავშირებული ძალადობრივ სისტემასთან. პროცესი მაქსიმალურად პარლამენტში უნდა გადმოვიდეს, პარლამენტმა უნდა აიღოს მნიშვნელოვანი როლი და დანარჩენზე საბოლოოდ უნდა შევთანხმდეთ, მე მაქვს ეს პოზიციები და იმედია შევთანხმდებით“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები