LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ლელო“ – „ვუერთდებით არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს.. მოვუწოდებთ ყველას, არ დაემორჩილოთ რუსული ხელისუფლების იძულებას! არ გახდეთ ქვეყნის რუსეთიზაციის მონაწილეები!“

119
პარტია „ლელოს“ განცხადება

პოლიტიკური პარტია „ლელო“ 28 აპრილს, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს შეუერთდება – ამის შესახებ პარტიის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული.

„ვაჩერებთ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას, სანამ ხელისუფლება „რუსულ კანონს“ არ გაიხმობს“-126 საზოგადოებრივი და მედია ორგანიზაცია

როგორც პარტიაში აცხადებენ, „ლელო“ ქართველ ხალხთან ერთად, ერთიანი ძალებით, კოორდინირებულად ემზადება წინააღმდეგობის გასაწევად რუსული კანონის მეორე მოსმენით განხილვის დღისათვის“.

„ლელო“ ხელმძღვანელობს რა ქართველი ხალხის ინტერესებით და ქვეყნის ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის ურყეობის კონსტიტუციური საფუძვლებით, უერთდება ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ 28 აპრილს დააანონსებულ ევროპულ მარშს.

ჩვენ ვდგავართ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების გვერდით, რათა კიდევ ერთხელ, მშვიდობიანად, მკაფიოდ და ხმამაღლა ვუთხრათ კი, ევროპას და არა, რუსულ კანონს!

ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთის ინტერესებს, გეგმავს შექმნას ვითარება, რომლითაც აჩვენებს, რომ საქართველოს მოსახლეობის ნაწილი ევროკავშირში ინტეგრაციის წინააღმდეგია და მხარს რუსულ კანონს უჭერს. ამისათვის ხელისუფლება აიძულებს საჯარო სამსახურში და სხვა საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულ პირებს, რომ მონაწილეობა მიიღონ “ქართული ოცნების” მიერ ორგანიზებულ აქციაში. ჩვენ გვჯერა, რომ საჯარო სამსახურში დასაქმებული ადამიანები კარგად აცნობიერებენ რას ნიშნავს საქართველოს რუსეთიზაცია და ახსოვთ ვლადიმერ პუტინის მიერ მოწყობილი პარტიული აქციები ოლეგ გაზმანოვისა და კულტურის სხვა “რაშისტი” მუშაკების მონაწილეობით.

მოვუწოდებთ ყველას, არ დაემორჩილოთ რუსული ხელისუფლების იძულებას! არ გახდეთ ქვეყნის რუსეთიზაციის მონაწილეები!

ჩვენი ადგილი ევროკავშირშია! ეს არის გადამწყვეტი მომენტი, როცა თითოეულმა თქვენგანმა უნდა გაიხსენოს ყველა ის ნაბიჯი, რაც აქამდე გადაუდგამს ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციისათვის და მიიღოს გადაწყვეტილება – დარჩება თავისი თავის ერთგული, თუ გახდება ბიძინა ივანიშვილის რუსული ხელისუფლების ნაწილი.

ჩვენ არ უნდა მივცეთ ბიძინა ივანიშვილს შესაძლებლობა დაყოს ქართული საზოგადოება, რადგან დღეს არ კეთდება არჩევანი ამ, ან სხვა პარტიას შორის. არჩევანი გაკეთებულია – ერთ მხარეს დგას ქართველი ხალხი, რომლის არჩევანიც ევროკავშირია, მეორე მხარეს კი – რუსეთი.

„ლელო” ქართველ ხალხთან ერთად, ერთიანი ძალებით, კოორდინირებულად ვემზადებით წინააღმდეგობის გასაწევად რუსული კანონის მეორე მოსმენით განხილვის დღისათვის. ჩვენ ერთად, მტკიცედ განვაცხადებთ, რომ ჩვენი არჩევანი ევროკავშირია.

კი, ევროპას! არა, რუსულ კანონს! არა, რუსულ მთავრობას!“ – წერია „ლელოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

"ლელოს" განცხადება 28-ში დაგეგმილ აქციასთან შეერთების და რუსული კანონის გაპროტესტების საკითხთან დაკავშირებით👇 "ლელო"…

Posted by ლელო საქართველოსთვის • Lelo For Georgia on პარასკევი, 26 აპრილი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები