LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ლელო“: „ირაკლი კუპრაძე პოლიციამ სხვა მომიტინგეებთან ერთად მშვიდობიანი პროტესტის დროს უკანონოდ დააკავა – პოლიციამ არაპროპორციული ძალა გამოიყენა და დაკავებულებზე სასტიკად იძალადა“

124
ირაკლი კუპრაძე

„ლელოს“ ინფორმაციით, პარტიის გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე პოლიციამ სხვა მომიტინგეებთან ერთად მშვიდობიანი პროტესტის დროს უკანონოდ დააკავა.

როგორც „ლელოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, პოლიციამ არაპროპორციული ძალა გამოიყენა და დაკავებულებზე სასტიკად იძალადა.

„რობოკოპები წიხლებით სცემდნენ“ – გავრცელებული ინფორმაციით, თორნიკე მარუაშვილი, რომელსაც ახლობლები ეძებდნენ, ბოკერიას კლინიკაში მკურნალობს

„ირაკლი კუპრაძე პოლიციამ სხვა მომიტინგეებთან ერთად მშვიდობიანი პროტესტის დროს უკანონოდ დააკავა. როგორც დაკავებულები ჰყვებიან, პოლიციამ არაპროპორციული ძალა გამოიყენა და დაკავებულებზე სასტიკად იძალადა. უმეტესობა ნაცემია, მათ შორის, ირაკლი კუპრაძეც.

ასევე ნახეთ

,,მცემეს, დამიჭირეს, სასტიკად უსწორდებიან ხალხს" – ირაკლი კუპრაძე

„ლელოს“ გენერალური მდივანი ამ დრომდე დროებითი დაკავების იზოლატორში იმყოფება. როდის ჩაინიშნება სასამართლო მოსმენები და როდის გათავისუფლდებიან დაკავებული მომიტინგეები ჯერჯერობით უცნობია.

„12 წლის წინ, ასეთი წესები პირველად რუსეთმა შემოიღო – შევყავართ სივრცეში, რომელშიც აღარ იქნება თავისუფალი მედია და სამოქალაქო სექტორი“: რა მიზანს ემსახურება „გამჭვირვალობის“ შესახებ „ოცნების“ კანონპროექტი

ამ წუთებში „ლელოს“ იურისტი და ადვოკატი ლევან სამუშია პოლიციის მთავარი სამმართველოს დროებითი დაკავების იზოლატორში იმყოფება და დაკავებულების მდგომარეობას ეცნობა”. – აღნიშნულია პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პოპულალურები