LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გარიგებული მატჩების საქმეზე ბრალდებულ 4 პირს პატიმრობა, 7-ს კი 10 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა

141
Capture

გარიგებულ მატჩების საქმეზე ყოფილ ფეხბურთელებს ნიკა დაუშვილს, ვახტანგ ჯაყელსა და ლაშა ჩაფიძეს, ასევე საფეხბურთო კლუბ “ჭიათურას” ფეხბურთელს, ირაკლი ხუჭუას პატიმრობა შეუფარდა.

რაც შეეხება დარჩენილ ბრალდებულებს, ირაკლი ბაჯელიძეს, რობერტ იმერლიშვილს, ჯონი შეროზიას, გიორგი ბედიაშვილს, პაატა ღუდუშაურს, ნიკოლოზ მაისურაძეს და ნოდარ კიკნაველიძეს სასამართლომ 10-10 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა საპატიმრო უზრუნველყოფით.

გირაოს შეტანის ვადად 20 დღე განისაზღვრა. შვიდივე ბრალდებული საპატიმროს გირაოს გადახდის შემდეგ დატოვებს.

დაკავებულ სპორტსმენებს ბრალი ოფიციალურად გუშინ წაუყენეს.

სუს-ის ინფორმაციით, ორგანიზებული ჯგუფის წევრები დანაშაულებრივად უკავშირდებოდნენ საფეხბურთო კლუბების ფეხბურთელებს და გარკვეული თანხის სანაცვლოდ ურიგდებოდნენ მოწინააღმდეგე გუნდთან წინასწარ შეთანხმებული ანგარიშით ე.წ. „ჰანდიკაპით“ – ორი ან მეტი ბურთით წაგებაზე.

სუს-ის განცხადებით, აღნიშნულის შედეგად, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა და ფეხბურთელებმა ჯამში მიიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხა – 93 500 ლარი.

გამოძიება პროფესიული სპორტული შეჯიბრების მოსყიდვის ფაქტზე მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პოპულალურები