LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაუქმდება თუ არა კომენდანტის საათი – გამყრელიძის განმარტება

508
komendantis saati

ჯერჯერობით არ განიხილება კომენდანტის საათის მოხსნა, ან შემცირება, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ჟურნალისტებისთვის გამართულ ვებინარზე განაცხადა.

„ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ კომენდანტის საათი გავაუქმოთ, ან შევამციროთ. გადაწყვეტილებას საბოლოო ჯამში საკოორდინაციო საჭო იღებს, მაგრამ რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას. 

დაინფიცირებულთა რაოდენობა გუშინ 1 000-ზე მეტი იყო, დღეს კი 360 შემთხვევა გვაქვს. ეს არ გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ კომენდანტის გაუქმების შესაძლებლობა განვიხილოთ, –  განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები