LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გავიხსენოთ სიუჟეტები, მათი გააფთრებული გამოსვლები, რომლებიც აღსავსე იყო პატრიარქის ქილიკით“ – ჯაღმაიძე ძალადობის ფაქტებსა და ჟურნალისტებზე განცხადებას ავრცელებს

189
ანდრია ჯაღმაიძე - რადიო _თავისუფლების_ ფოტო

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში, მედიის წარმომადგენლების მხრიდან, ძალადობის ფაქტებზე, პასუხისმგებლობის ვექტორის საპატრიარქოსკენ მიმართვაზე მიუთითებს და აცხადებს, რომ ასეთი ინციდენტების დროს, ჟურნალისტები ხშირად პატრიარქს ახსენებენ.

როგორც ჯაღმაიძე ასევე წერს, საპატრიარქო გარკვევით აცხადებს, რომ საზოგადოებაში პოლარიზაციის პრობლემის შესახებ, საკითხი არაერთგზის დაუყენებია:

ვიდეო: „ეს იყო დადგმული ამბავი, გამართული „მესიჯბოქსით“ – ერთადერთი რითაც თავი უნდა გაიტანონ, დღის წესრიგი გახდა, გცემთ“ – მშვილდაძე

„ბოლო დროს ზოგიერთი ჟურნალისტის მხრიდან გახშირდა მცდელობა, უკანასკნელ პერიოდში მომხდარი ინციდენტების (ცემის ფაქტები) პასუხისმგებლობის ვექტორი საპატრიარქოსკენ მომართოს, რადგან, მათი თქმით, პატრიარქი ახსენეს ასეთი ინციდენტის დროს.

პირველ რიგში, გარკვევით ვაცხადებთ, რომ საპატრიარქოს არაერთგზის დაუყენებია საკითხი საზოგადოებაში პოლარიზაციის პრობლემის შესახებ.

„მე ვიყავი ვაჟა-ფშაველაზე, ვცემე მიშა მშვილდაძე – მიზეზია ისაა, რომ აგინებს პატრიარქს, ქართველ ერს და იცავს მამათმავლებს“ – მოქალაქე ნიკოლოზ გუგეშაშვილი თავდასხმის შესახებ Facebook-ზე წერს

საპატრიარქოსა და სასულიერო პირების მიმართ გაჩაღებული აგრესიული კამპანიის ფონზე ჩვენ კარგად გვესმის, რა დიდი მოთმინებაა საჭირო, რომ აგრესიითვე არ უპასუხოს ადამიანმა შეურაცხმყოფლებს და რეალურად ვიფიქროთ, როგორ დაიძლიოს ეს უარყოფითი მუხტი.

ვთხოვთ ყველას, უბრალოდ გავიხსენოთ სატელევიზიო სიუჟეტები, მათი გააფთრებული (არ მოვერიდები ამ სიტყვას გამოყენებას) საჯარო გამოსვლები მიტინგებსა და აქციებზე, ინტერვიუები, რომლებიც აღსავსე იყო სასულიერო პირების, მათ შორის – პატრიარქის, დაცინვითა და ქილიკით, შეურაცხყოფით, ძალადობისაკენ მოწოდებით.

ამ დროს კი საპატრიარქოს მხრიდან მსგავსს ვერაფერს აღმოვაჩენთ, ისევე როგორც ზოგიერთი მედიასაშუალების ეთერში ვერ აღმოვაჩენთ საზოგადოების შერიგებისთვის გადადგმულ ნაბიჯს.

„რასაც იტყვის იმას უნდა ელოდოს, უნდა ისაუბროს ნორმალური ენით“ – მაჭარაშვილი მშვილდაძეზე თავდასხმის ფაქტზე

ამ ქმედებებიდან და დამოკიდებულებიდან ადვილად მივხვდებით, ვისი მიზეზით იზრდება დაპირისპირება, შუღლი და შეურაცხყოფა საზოგადოებაში.

რა თქმა უნდა, აღსანიშნავია, რომ ძალადობა არ არის ქრისტიანული საქციელი და ეკლესიის ძალისხმევა და მოწოდება სწორედ მოყვასისადმი სიყვარულის ქადაგებაა.

„ყველანაირი ძალადობა მიუღებელია.. ძალადობა არის ტელევიზიების მხრიდანაც. პოლიტიკოსი რომ გპასუხობთ, ეს არის პასუხი, იმ ძალადობაზე, რასაც თქვენ აკეთებთ“ – კახა კალაძე

რჩება შთაბეჭდილება, რომ პროვოკაცია ხშირ შემთხვევაში წინასწარ იგეგმება, რათა შემდეგ თუ ვინმე მის საპასუხოდ ძალას გამოიყენებს, კვლავ საპატრიარქოს წინააღმდეგ იქნეს მომართული მედიასაშუალებები.

კობახიძე: წლები ვისმენდით ძალადობის წამახალისებელ განცხადებებს, სიუჟეტებს - არ შეიძლება ელჩის მხრიდან უწმაწურობა შეფასდეს, როგორც გამოხატვის თავისუფლება

აღნიშნულით კობახიძე გამოეხმაურა „ფორმულას“ ერთ-ერთ დამფუძნებელ მიშა მშვილდაძეზე განხორციელებული ძალადობას.

სიცხადისთვის აქვე მოვიყვანთ სტატისტიკას:

ბოლო ათი წლის განმავლობაში მედიასაშუალებებით გავრცელებული უარყოფითი და კრიტიკული მასალები მართლმადიდებელი ეკლესიისა და საპატრიარქოს შესახებ (წლები და რაოდენობა):

2012 – 78
2013 – 136
2014 – 146
2015 – 143
2016 – 91
2017 – 295
2018 – 387
2019 – 1109
2020 – 866
2021 – 1038
2022 – 286

ჯამში: 4557.

ეს სტატისტიკა მრავლისმთქმელია. საზოგადოება ბრძენია და ის ყველაფერს თავის სახელს დაარქმევს“. – აღნიშნულია ანდრია ჯაღმაიძის განცხადებაში.

 

ფოტო: რადიო „თავისუფლება“

mazda magti 5g