ტელეკომპანია „ფორმულას“ ერთ-ერთ დამფუძნებელზე, მიშა მშვილდაძეზე მომხდარ თავდასხმას, მმართველი პარტიის გენერალური მდივანი კახა კალაძე ეხმაურება და აცხადებს, რომ „ყველანაირი ძალადობა მიუღებელია“.
მისივე თქმით, „ძალადობა მარტო ფიზიკური არაა და ძალადობა არის ტელევიზიების მხრიდანაც, რაც სამწუხაროა“.
იოსელიანი მშვილდაძეზე: დადგინდეს, ხომ არ ჰქონდა ადგილი აზრის გამოხატვის გამო დევნას
„განსხვავებული აზრის მიუღებლობა და ასე შემდეგ, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს, ძალადობა არის მიუღებელი. იგივე პირდაპირი ეთერით გაკეთებული განცხადებები, შეურაცხყოფა, თუნდაც პრეზიდენტთან მიმართებაში გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადება. რეალურად, ორმაგი სტანდარტია. თქვენ არ გაინტერესებთ ძალადობის ფაქტების აღმოფხვრა, თქვენ გინდათ, ეს გამოიყენოთ პოლიტიკურად, ტელევიზიებს ყველაფერში ორმაგი სტანდარტი გახასიათებთ. ვფიქრობ, ეს არის ფარისევლობა, რადგან როცა ხდება ამგვარი ფაქტები, უნდა დააფიქსიროთ თქვენი გულისტკივილი და პროტესტი. არ მახსოვს შემთხვევები, რომ გამოსულიყავით და გაგეპროტეტებინათ ამგვარი ქმედებები. თუნდაც ერთ-ერთი აქციის დროს, როდესაც იყო მცდელობა პოლიციელების დაწვის, არ მახსოვს, გაგეპროტესტებინათ, პირიქით, მცდელობა გაქვთ, რომ წაახალისოთ ეს ყველაფერი და გმირებად გამოაცხადოთ ასეთი ადამიანები, ეს ძალიან გამაღიზიანებელია. ჩემი კოლეგების, პარლამენტარების მიმართ გაკეთებული განცხადებები ტელევიზიებისგან იგივე ძალადობაა. როცა კონკრეტულ შეკითხვაზე არ მაქვს სურვილი, რომ გაგცეთ პასუხი, ამ დროს როგორ იქცევიან ჟურნალისტები? ის, რასაც ტელევიზიები აკეთებენ, ჩვეულებრივი ძალადობაა, რასაც ვგმობ და მიუღებელია.
ტელევიზიები მაგალითისთვის მოვიყვანე, იმიტომ რომ, როდესაც ტელევიზიას იყენებ ამგვარი ქმედებებისთვის, ხარ ჟურნალისტი, კონკრეტული ტელევიზიის დამფუძნებელი, ეს არის ძალიან მძიმე. პოლიტიკოსი რომ გპასუხობთ თქვენს ძალადობაზე, ეს არის პასუხი, იმ ძალადობაზე, რასაც თქვენ აკეთებთ და ეს არის თავდაცვა იმ ძალადობისგან, რასაც თქვენ კადრულობთ და აკეთებთ“, – განუცხადა კალაძემ ჟურნალისტებს.
მიშა მშვილდაძე ამბობს, რომ უცნობი პირი თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა