LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იოსელიანი მშვილდაძეზე: დადგინდეს, ხომ არ ჰქონდა ადგილი აზრის გამოხატვის გამო დევნას

199
ლევან იოსელიანი

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი  „ფორმულას” ერთ-ერთ დამფუძნებელზე, მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის ფაქტს განცხადებით ეხმაურება და მომხდარს გმობს.

ომბუდსმენი მოუწოდებს პროკურატურას, საქმე საგამოძიებო სამსახურს გადასცეს, რათა დადგინდეს, ხომ არ ჰქონდა ადგილი ფიზიკური ძალადობით განხორციელებულ დევნას, აზრის გამოხატვის გამო.

“საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი გმობს მიშა მშვილდაძის მიმართ დღეს განხორციელებული ფიზიკური თავდასხმის ფაქტს და მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას, საქმე შინაგან საქმეთა სამინისტროდან, შემდგომი გამოძიების მიზნით, გადასცეს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, რათა დადგინდეს, ხომ არ ჰქონდა ადგილი ფიზიკური ძალადობით განხორციელებულ დევნას, აზრის გამოხატვის გამო.

სახალხო დამცველი მოუწოდებს საგამოძიებო უწყებას, გადადგას შესაბამისი ნაბიჯები პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირების მიზნით; სწრაფად და სრულფასოვნად ჩატარდეს ყველა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, მოპოვებულ იქნას ვიდეო ჩანაწერები, გამოიკითხონ მოწმეები, ჩატარდეს სამედიცინო ექსპერტიზა და სხვა”, – აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

„ერთ-ერთი მათგანი გამომეკიდა და პირდაპირ შესასვლელში, სახეში მუშტი დამარტყა” – მიშა მშვილდაძე თავდასხმის დეტალებს იხსენებს

მიშა მშვილდაძე ამბობს, რომ უცნობი პირი თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g