LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

GDI გმობს რამიშვილის მიერ შევიწროების შემთხვევებს და ხელისუფლების არასათანადო რეაგირებას

117
46t

GDI გმობს რამიშვილის მიერ შევიწროების შემთხვევებს და ხელისუფლების არასათანადო რეაგირებას. ამის შესახებ საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა განცხადებას ავრცელებს.

“მიგვაჩნია, რომ ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები, ამყარებს საზოგადოებაში არსებულ სტერეოტიპულ დამოკიდებულებებს, თითქოს მსხვერპლი ქალების მიერ გავრცელებული ინფორმაცია არ არის სანდო იმის გამო, რომ მომხდარიდან გარკვეული დრო არის გასული. ხელისუფლების წარმომადგენელთა ასეთი პოზიცია ახალისებს ქალთა მიმართ ძალადობას, შევიწროებას, აბრკოლებს სამართალდამრღვევთა გამოვლენას და ხელს უწყობს მათ დაუსჯელობას.

გარდა ამისა, POSTV-ის პროსამთავრობო პოზიციონირების გათვალისწინებით, ქართული ოცნების წარმომადგენელთა განცხადებები წარმოადგენს POSTV-ისა და შალვა რამიშვილის გამოსარჩლების მცდელობას სექსუალურ შევიწროებაში მამხილებელთა დისკრედიტაციის ხარჯზე”, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

GDI სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებს, დროულად შეისწავლონ და რეაგირება მოახდინონ შესაძლო ადმინისტრაციული თუ სისხლის სამართლის კანონმდებლობის დარღვევაზე.

ზურა ჯიშკარიანი: სახელმწიფო, რომელიც ყურსაც არ იბერტყავს ადამიანის ასეთ შევიწროებაზე, თავად ახდენს ძალადობის ლეგალიზაციას – სოლიდარობა თათია სამხარაძეს!

ჟურნალისტი მაკო ჯაბუა „პოს ტვ“-ის დამფუძნებელს სექსუალურ შევიწროებაში ამხელს – რას ამბობს შალვა რამიშვილი

„არ გაბედო და ამ გოგონას ცილისმწამებელი უწოდო!“ – შალვა რამიშვილს სექსუალურ შევიწროებაში კიდევ ერთი ქალი ადანაშაულებს

მაკა ჩიჩუა: ისეთი აღშფოთებული ვარ, სიტყვებს ვერ ვპოულობ, ამ გოგოს სახლთან დგანან – თათია, იცოდე, შენს გვერდზე ვართ ყველანი, არ შეგეშინდეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები