LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გელა ნიკოლეიშვილი: იურიდიული გორში ნამდვილად არ მაქვს დამთავრებული, რაც შეეხება სიტყვა „ვინმეს“ შეიძლება, დემენციის ბრალია

534
BeFunky-collage (3)

„რაც შეეხება სიტყვა „ვინმეს“. არ ვიცი ეს სიტყვა რატომ გამოიყენა. შეიძლება, დემენციის ბრალია, მაგრამ დიდი ხნის წინ მქონდა მასთან კომუნიკაცია და კარგად იცის, ვინ ვარ. როდესაც ის მსახურობდა კგბ-ს ჯარებში, იმ დროს მე ვიჯექი კგბ-ს ციხეში ანტისაბჭოთა აგიტაცია-პროპაგანდისთვის. შემდეგაც, როდესაც მასთან ურთიერთობა მქონდა „ვინმე“ არასდროს უხსენებია. ეს, რაც შეეხება მის რეპლიკას თუ აგდებულ განცხადებას”, – ასე გამოეხმაურა პენიტენციური სამსახურის ადვოკატი გელა ნიკოლეიშვილი მესამე პრეზიდენტის განცხადებას, რომ ვინმე გელა ნიკოლაიშვილი, რომელსაც გორში იურიდიული აქვს დამთავრებული, არ ენდობა მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ნევროლოგს.

როგორც ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, მას იურიდიული ფაკულტეტი არა გორში არამედ თბილისში აქვს დამთავრებული, იურიდიულ-ფსიქოლოგიური ინსტიტუტი

„დღეს, მიხეილ სააკაშვილის განუცხადებია, რომ ვინმე გელა ნიკოლაიშვილი, რომელსაც გორში იურიდიული აქვს დამთავრებული, არ ენდობა მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ნევროლოგსო. არ ვიცი ვინ უთხრა ეს ინფორმაცია. გორში ნამდვილად არ მაქვს იურიდიული დამთავრებული, თბილისში მაქვს დამთავრებული იურიდიულ-ფსიქოლოგიური ინსტიტუტი. მანამდე მაქვს დამთავრებული ისტორიული ფაკულტეტი ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში, წითელ დიპლომზე.

რაც შეეხება სიტყვა „ვინმეს“. არ ვიცი ეს სიტყვა რატომ გამოიყენა. შეიძლება, დემენციის ბრალია, მაგრამ დიდი ხნის წინ მქონდა მასთან კომუნიკაცია და კარგად იცის, ვინ ვარ. როდესაც ის მსახურობდა კგბ-ს ჯარებში, იმ დროს მე ვიჯექი კგბ-ს ციხეში ანტისაბჭოთა აგიტაცია-პროპაგანდისთვის. შემდეგაც, როდესაც მასთან ურთიერთობა მქონდა „ვინმე“ არასდროს უხსენებია. ეს, რაც შეეხება მის რეპლიკას თუ აგდებულ განცხადებას.

რა თქმა უნდა,მე ნევროლოგს, ნევროლოგიის საკითხებში არასდროს შევედავები. სხვა რამეზე იყო ლაპარაკი“, – განაცხადა ადვოკატმა.

 

შეგახსენებთ,  საქართველოს მესამე პრეზიდენტმა საკუთარ „ფეისბუკ” გევრდზე, დაწერა ვინმე გელა ნიკოლაიშვილი, რომელსაც გორში იურიდიული აქვს დამთავრებული, არ ენდობა მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ნევროლოგს.

„ვინმე ნიკოლაიშვილი ეუბნება მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ნევროლოგს, რომ არ ვენდობი შენს დიაგნოზსო, ოღონდ ამ ნიკოლაიშვილს გორის იურიდიული ფაკულტეტი აქვს დამთავრებული და პრაქტიკულად, გენიოს ლაჰანს (რომელიც 12 წლის ასაკში გახდა სტუდენტი, დაჯილდოებულია ამერიკის ყველა მთავარი ჯილდოთი) ეკამათება მედიცინაზე.

„ყველაფერი ეს სასაცილო იქნებოდა, საქმე რომ არ გვქონდეს მკვლელობის სცენართან და ურთქმელიძე არ იყოს ცივსისხლიანი მკვლელობის კლასიკური წარმომადგენელი.

რაც შეეხება მსგავსი სუბიექტების გლობალური „მაგნიტსკის სიაში“ ჩართვას, მე მოვუწოდებ ამ საქმეში აქტიურად ჩაერთონ არასამთავრობო ორგანიზაციები, ვინაიდან ეს არაა პარტიული საკითხი”, – წერს სააკაშვილი

ალასანია – პროკურორის როლში იყო ადამიანი, რომელიც თურმე შაჰინ ლაჰანის დიაგნოზს არ ეთანხმება და ადამიანს აქვს დამთავრებული, არ მინდა ისევ დავაკნინო, გორში იურიდიული ფაკულტეტი