LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ღარიბაშვილი ფონ დერ ლაიენს წერილს უგზავნის აქ ერთი მდიდარი კაცია, შვეიცარიულ ბანკში აწვალებენ და თქვენც ნუ აწვალებთო… მინდოდა მიწა გამსკდარიყო: ელისაშვილი

327
122

ირაკლი ღარიბაშვილი ურსულა ფონ დერ ლაიენს წერილს უგზავნის, აქ ერთ მდიდარი კაცია, შვეიცარიულ ბანკში აწვალებენ და თქვენც ნუ აწვალებენო, პირადი კლერკი ხომ არ უნდა იყო მართლა?! – ასე ეხმაურება პარტია “მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი პრემიერ-მიინისტრის წერილს, რომელიც ღარიბაშვილმა ევროკომისიის პრეზიდენტს გაუგზავნა.

“ღარიბაშვილის წერილი რომ წავიკითხე გუშინ, სირცხვილით სად წავსულიყავი არ ვიცოდი, მინდოდა მიწა გამსკდარიყო.” – აცხადებს ელისაშვილი

ელისაშვილის განცხადებით აზერბაიჯანში ურსულა ფონ დერ ლაიენი გაზის და ნავთობის მიწოდების გაორმაგებაზე სასაუბროდ იყო ჩასული, რაც საქართველოს სატრანზიტო ფუნქციების გაზრდისთვის სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი საკითხია, თუმცა, ამ ყველაფერმა შესაძლოა, ქვეყანას გვერდი აუაროს, რადგან “ქართული ოცნება” ივანიშვილის საბანკო ანგარიშებით არის დაკავებული.

” გვერდზე ხდება ასეთი სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი ამბავი, რომ შენი ტერიტორიის გავლით გაორმაგდეს ბუნებრივი რესურსის მიწოდება, მაგრამ თუ ასე წაუყრუებ, შეიძლება აღარ გაიაროს იმ ნავთობმა და გაზმა საქართველოზე. მეტ-ნაკლებად ლაგდებიან სომხეთი და აზერბაიჯანი და შეიძლება აგვიაროს ამ ყველაფერმა, რადგან ამ დროს ჩვენი პრემიერ-მინისტრი დაკავებულია ერთი კაცის პირადი საბანკო ანგარიშების მოგვარებით. ” – აცხადებს ელისაშვილი.

მისი განცხადებით, “ქართულმა ოცნებამ” უნდა გაიაზროს რომ ერთი კაცის მომსახურების სააგენტო კი არ არის, ეს არის სახელმწიფო, რომელსაც სჭრდება განვითარება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროკომისიას მოუწოდებს, მკაფიო პოზიცია გამოხატოს ევროპარლამენტის რეზოლუციაში გამოთქმულ „უსაფუძვლო ბრალდებებზე“ და ასევე, გაემიჯნოს კომისიის შეფასებით დოკუმენტში დეოლიგარქიზაციის შესახებ ჩანაწერის პერსონიფიკაციას. ამის შესახებ პრემიერი ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს წერილით მიმართავს და აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციის მიმართ ევროპული კომისიის მიერ მკაფიო პოზიციის გამოხატვა არის აუცილებელი პირობა, რათა ქართველ ხალხს ევროპული სტრუქტურების მიმართ უსამართლობის განცდა არ გაუღრმავდეს.