LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ღარიბაშვილი: მიხეილ სააკაშვილი ციხეში კი არ არის, კერძო კლინიკაშია

158
1

კატარში ეკონომიკური ფორუმი მიმდინარეობს, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც ესწრება.

პანელურ დისკუსიაზე ირაკლი ღარიბაშვილს ჰკითხეს, რატომ არ ათავისუფლებს საქართველოს ხელისუფლება პატიმრობაში მყოფ ქვეყნის მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, რაზედაც პრემიერმა განაცხადა, რომ „მიხეილ სააკაშვილი ციხეში კი არ არის, კერძო კლინიკაშია“.

„არ მინდა ყოფილ პრეზიდენტზე საუბარი, იმიტომ, რომ ის არის წარსული, მინდა ვისაუბრო მომავალზე, ჩვენთვისაც და დარბაზისთვისაც ეს უფრო საინტერესოა.

მაგრამ რადგან მკითხეთ, მოკლედ გიპასუხებთ – სააკაშვილმა ბევრი შეცდომა დაუშვა, მძიმე დანაშაულები ჩაიდინა.. ციხეში კი არ არის, არამედ კერძო კლინიკაშია.

ძალიან ბევრი სპეკულაცია და ყალბი ინფორმაცია ვრცელდება, მისი ოჯახი მილიონობით დოლარს ხარჯავს და აბრალებს მთავრობას, ვითომ ვტანჯავთ, ვწამლით და ა.შ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

ირაკლი ღარიბაშვილი: ბატონი სააკაშვილი კარგი მსახიობია.. რაც თქვენ გესმით, რასაც ხედავთ, ვიდეოთი, ფეისბუქზე, სოციალურ ქსელებში, არ წარმოადგენს რეალობას

„მე ჩემს მისიას ვხედავ იმაში, რომ დავეხმარო ქართველ ხალხს რუსეთის და მისი ნარჩენებისგან საბოლოოდ გათავისუფლებაში, თუნდაც პირადი თავგანწირვის ფასად“ – მიხეილ სააკაშვილი 

როდესაც იქნება ექიმების შესაბამისი დასკვნა, რომ შესაძლებელია უკვე ამ ადამიანის ციხეში გადაყვანა და ის არის სრულიად განკურნებული, ბუნებრივია მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება: რატი ბრეგაძე

„დაახლოებით იგივეა, რომელიღაც ქვეყანამ ბრეივიკს ჯილდო რომ მისცეს“ – ღარიბაშვილი სააკაშვილისთვის დემოკრატიის პრიზის გადაცემაზე

სააკაშვილი არის დეკლარირებული, დადასტურებული კრიმინალი“ – ღარიბაშვილის თქმით, ექსპრეზიდენტის შემოსვლის მიზანი ომის დასაწყებად ნიადაგის მომზადება იყო 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g