პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მიუხედავად არსებული გამოწვევებისა და პროვოკაციებისა, მმართველი გუნდი ქვეყანაში მშვიდობას შეინარჩუნებს. ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვებით, “მოსახლეობა უნდა იყოს მშვიდად, ჩვენ არავითარი საშიშროება და საფრთხე არ გვემუქრება”
„მიუხედავად არსებული გამოწვევებისა და პროვოკაციებისა, ქვეყანაში შევინარჩუნებთ მშვიდობას, უსაფრთხოებას და სტაბილურობას ჩვენი მოქალაქეებისთვის. მოსახლეობა უნდა იყოს მშვიდად, ჩვენ არავითარი საშიშროება და საფრთხე არ გვემუქრება. ასე მშვიდად უნდა გავაგრძელოთ ქვეყნის შენება“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე