LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ღარიბაშვილი ოპოზიციას: გამოდიხართ და ატყუებთ ხალხს თითქოს რაღაც სასწაული მოხდება თუ სტატუსს ვერ მივიღებთ

72
ირაკლი ღარიბაშვილი

„ჩვენს თანამოქალაქეებს მინდა ვუთხრა, რომ კანდიდატის სტატუსი ძალიან ბევრ ქვეყანას აქვს მიღებული და მას შემდეგ ისინი წლებია ელოდებიან წევრობასაც და არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა მათ შემთხვევაში“, – აღნიშნული განცხადებით პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ოპოზიციას მიმართა.

საკანონმდებლო ორგანოში, სადაც პრემიერს ინტერპელაციის წესით უსმენდნენ, მთავარი კითხვა სწორედ ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსს შეეხებოდა.

პრემიერი: უკრაინის ტერიტორიის 20% პოლიგონად არის გადაქცეული და ომის გამჩერებელი არავინაა

დასკვნით სიტყვაში ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ ქვეყანას ევროკავშირში გაწევრებისთვის წლები დასჭირდება.

„24 საათი ლაპარაკობთ სტატუსზე, გასაგებია, გავიგეთ, აბსოლუტურად გეთანხმებით, რომ სტატუსი არის მნიშვნელოვანი. ასევე მინდა შეგახსენოთ, ჩვენს თანამოქალაქეებს მინდა ვუთხრა, რომ კანდიდატის სტატუსი ძალიან ბევრ ქვეყანას აქვს მიღებული და მას შემდეგ ისინი წლებია ელოდებიან წევრობასაც და არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა მათ შემთხვევაში.

ეს არის ერთი ეტაპი, ესაა პროცესი, ამის შემდეგ იწყება კიდევ სხვა პროცესი და ა.შ. წლები დასჭირდება იმას, რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრი. ამას სჭირდება მომზადება, ამას არ სჭირდება ფარისევლობა და ტყუილი, რომ გამოდიხართ და ატყუებთ ხალხს, რომ რაღაც სასწაული მოხდება და დაინგრევა მეორეს მხრივ, თუ არ მივიღებთ სტატუსს.

სტატუსს მიიღებს საქართველო, იმიტომ რომ ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ და ვაკეთებთ. რა თქმა უნდა ესაა პოლიტიკური გადაწყვეტილება და ჩვენ ამისთვის ყველა ნიადაგს ვქმნით, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ჩვენს პარტნიორებს ვაჩვენოთ სრული მზაობა.“– განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილი: საქართველო უკრაინასა და მოლდოვას 10 თავით უსწრებს – მათ ერთგვარი, წამახალისებელი სტატუსი, ავანსად მისცეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები