LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერი: უკრაინის ტერიტორიის 20% პოლიგონად არის გადაქცეული და ომის გამჩერებელი არავინაა

78
ირაკლი ღარიბაშვილი

„უკრაინის ტერიტორიის 20% პოლიგონად არის გადაქცეული. ამ ომის გამჩერებელი არავინ არის“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინის ომზე ისაუბრა და თქვა, რომ „ასეთი გამოწვევა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ ყოფილა.“

ღარიბაშვილი: საქართველო უკრაინასა და მოლდოვას 10 თავით უსწრებს – მათ ერთგვარი, წამახალისებელი სტატუსი, ავანსად მისცეს

„მსოფლიო დგას ბირთვული ომის საშიშროების წინაშე. დაბრუნდა ბირთვული ომის რიტორიკა, რაც ყოვლად დაუშვებელია და კარგად უნდა გვესმოდეს, თუ რამხელა საფრთხეები და რისკები ახლავს ამ ყველაფერს.

უკრაინის ტერიტორიის 20% პოლიგონად არის გადაქცეული. ამ ომის გამჩერებელი არავინ არის. ასეთ ვითარებაში ნებისმიერი სახელმწიფოს მხრიდან უპასუხისმგებლო ქმედება არის ღალატის ტოლფასი. შეხედეთ ევროპის და NATO-ს წევრ სახელმწიფოებს, თუ როგორ მოქმედებენ ისინი.

ჯერ იცავენ საკუთარ ეროვნულ ინტერესებს, შემდეგ კი სხვა ქვეყნებს უზიარებენ საკუთარ რესურსებს და დახმარებას. ოპოზიციას მივმართავ, ვისწავლოთ ჩვენს ქვეყანაზე ზრუნვა, გვეყო, რაც დამანგრეველი და კატასტროფული შეცდომები დავუშვით მას შემდეგ, რაც აღვადგინეთ დამოუკიდებლობა.

დღეს არის ურთულესი დრო, მაგრამ ამავდროულად, ეს არის შესაძლებლობა, რომ ამ გამოწვევებით აღსავსე დროდან გამოვიდეთ გამარჯვებული.“– განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მანჯგალაძე პრემიერს: ასეთი რა დაკავებული ხართ, შვიდჯერ თუ რვაჯერ იყავით აზიაში, ერთი უკრაინაში რომ ჩასულიყავით, რა იქნებოდა?

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g