„მე ჩემი საქმე მაქვს, უკრაინაში ვერ ჩავალ“, – ამ განცხადებით უპასუხა „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის, პაატა მანჯგალაძის დასმულ შეკითხვას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელიც პარლამენტში ინტერპელაციის წესით იმყოფება.
პაატა მანჯგალაძემ, პრემიერი და „ქართული ოცნება“ უკრაინის ომის დროს საჯაროდ გამოთქმული პოზიციების გამო გააკრიტიკა:
„არ ვაპირებ ემოციების დახარჯვას, ენერგიის დაზოგვა მაქვს გადაწყვეტილი“ – პრემიერი პარლამენტში
„რა ვერ მოიცალეთ ასეთი, რა დაკავებული ხართ, შვიდჯერ თუ რვაჯერ იყავით აზიაში, ერთი უკრაინაში რომ ჩასულიყავით, რა იქნებოდა?!“ – მიმართა პაატა მანჯგალაძემ ირაკლი ღარიბაშვილს.
მანჯგალაძე დაინტერესდა, რა ფორმით აპირებს ხელისუფლება პასუხისმგებლობის აღებას იმაზე, რომ საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს.