LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ღარიბაშვილი: რა პერსპექტივა აქვს კობა ნაყოფიას? ცენტრალური მთავრობა ჩვენია, ნაბიჯს ვერ გადადგამენ

90
ნაყოფია და ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, იმ ქალაქებში, სადაც ადგილობრივი თვითმმართველობის მეორე ტურებია, ოპოზიციის კანდიდატებმა რომც გაიმარჯვონ, ცენტრალური ხელისუფლების გარეშე ვერაფერს გააკეთებენ.

ამის შესახებ მან დღეს, 22 ოქტომბერს, სენაკში ისაუბრა, რა დროსაც სენაკის მერობის კანდიდატი ენმ-დან კობა ნაყოფია გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მას სენაკთან არავითარი შეხება არ აქვს.

„მინდა სენაკელებს მივმართო, რა პერსპექტივა აქვს კობა ნაყოფიას, რა უნდა გააკეთოს კობა ნაყოფიამ? მითუმეტეს, ხელისუფლება ჩვენია, ცენტრალური მთავრობა ჩვენია, ჩვენს გარეშე ნაბიჯს ვერ გადადგმას.

თეორიულადაც ვიძახი და ჰიპოთეტურადაც ვამბობ, რომ ნებისმიერ მუნიციპალიტეტში სხვა კანდიდატი რომ გავიდეს, ცენტრალური მთავრობის გარეშე, უბრალოდ, პერსპექტივა არ აქვს. ეს არის თავის მოტყუება, თავის დაჩაგვრა და დასჯა გამოდის,“ — განაცხადა ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილი: მელია ისე ვერ გახდება თბილისის მერი, როგორც მე ვერ გავხდები ჩინეთის პრემიერი

სააკაშვილს უკვე გადაწყვეტილი აქვს მელიას გადაყენება: ირაკლი ღარიბაშვილი

კაცმა, რომელიც ამბობდა, რომ ქინძი იყო, ორი დღე სხვადასხვა პროდუქტთან ერთად იმოგზაურა – ღარიბაშვილი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები