LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ღარიბაშვილის კანდიდატურაზე გუნდში ერთსულოვნებაა: მიხეილ სარჯველაძე

124
მიხეილ სარჯველაძე

ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრის პოსტზე წარდგენას გუნდში ყველა პოზიტიურად შეხვდა. ამის შესახებ, “ქართული ოცნების” დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ღარიბაშვილის კანდიდატურის გარშემო გუნდის შიგნით ერთსულოვნებაა.

“გნებავთ ვუწოდოთ სიხისტე, გნებავთ სხვა სახელი მოვუფიქროთ ირაკლი ღარიბაშვილის იმ მნიშვნელოვან თვისებებს როგორიც არის ენერგიულობა, გადაწყვეტილებების სწრაფად და სწორი გადაწყვეტილებების მიღების უნარი. ბატონი ირაკლის შემთხვევაში ამ ღირსებებს გამოვარჩევდი. ეს გვაძლევს საფუძველს, რომ მისი კანდიდატურა სწორად შეფასდეს”. – განაცხადა, სარჯველაძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრის პოსტიდან წასვლა გახარიას მიერ მიღებული გადაწყვეტილება არის მისი პირადი გადაწყვეტილება და “ამას გაგებით შეხვდებიან გუნდის ის წარმომადგენლები, ვისაც მასთან მეტი თანამშრომლობა აკავშირებდა ან შეიძლება მეტი სიმპათია ჰქონდა მასთან. ეს არ იქნება ხელის შემშლელი, რომ ერტად გავაგრძელოტ მუშაობა”. – განმარტა, მიხეილ სარჯველაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები