LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ღვინის სამშობლო ვართ, არის ადგილი – გადაჭრილი გორა, თუ ყოფილხართ, არ შეგრცხვათ?!“ – ელისაშვილი მინისტრს

183
43ყ34ყ

„8000 წლის წინ პირველად, საქართველოში დაიწურა ღვინო, არის ასეთი ადგილი – გადაჭრილი გორა, თუ ყოფილხართ იქ, არ შეგრცხვათ, რომ მიხვედით?! – მუზეუმის გაკეთებას აპირებთ თუ სამარცხვინოდ უნდა გამოიყურებოდეს, მონგრეული ღობე რომ აქვს და ლურჯი პარკები გადაფარებული?! – ასე მიმართა „მოქალაქეების“ დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

პარლამენტში ოთარ შამუგიას „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ.

როგორც ელისაშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ორი წლის წინ ეს კითხვა მის წინამორბედსაც დაუსვა, თუმცა, მდგომარეობა ამ ხნის განმავლობაში არ შეცვლილა.

ალეკო ელისაშვილი დაინტერესდა, იმსახურებს თუ არა ეს ქვეყანა, რომელიც ღვინის სამშობლოა, ღვინის მუზეუმი ჰქონდეს.

„ორი წლის წინ წინა მინისტრს დავუსვი ეს კითხვა, ამ ორი წლის განმავლობაში არაფერი შეცვლილა და რამეს ხომ არ აპირებთ, ეს მინდა გკითხოთ. ღვინის სამშობლო ვართ, დადასტურებულია მეცნიერულად, რომ 8000 წლის წინ დაიწურა ღვინო პირველად საქართველოში და ეს ფაქტი მარნეულის რაიონში მოხდა, არქეოლოგიური კვლევის შედეგად აღმოჩნდა და მერე ლაბორატორიებში დადასტურდა. არის ასეთი ადგილი შულავერთან, გადაჭრილი გორა, თუ ყოფილხართ იმ ადგილას? ყოფილხართ, არ შეგრცხვათ, იქ რომ მიხვედით? რა განცდა დაგეუფლათ? სამარცხვინო მდგომარეობაშია შულავერთან ის გადაჭრილი გორა, სადაც წიპწები აღმოჩნდა, ღვინის ძმარი აღმოჩნდა თიხის ჭურჭელში, სადაც მერე ნასას ლაბორატორიამ და სხვებმაც გვითხრა, რომ მსოფლიოში პირველად ღვინო საქართველოშია დაწურული, მანამდე ითვლებოდა, რომ ირანში იყო.

ლურჯი პარკებით გადაფარებული, ჯერ ვერ მიაგნებ, თავი უნდა იმტვრიო, რომ მიაგნო იმ ადგილს. დიდი წილი ამ სამარცხვინობის კულტურის სამინისტროს ეკუთვნის, მაგრამ მთავრობას მგონი თქვენ ერთიანად წარმოადგენთ. ორი წლის წინ რომ ვუთხარი სოფლის მეურნეობის მინისტრს, მითხრა, რომ აკეთებენ, მუშაობენ და მარნეულის მაჟორიტარი რომ არის აქ ახალგაზრდა კაცი, გაწიწმატდა და მითხრა, რეებს ბედავ, იმხელა პროექტი გვაქვსო.

რამეს თუ აპირებთ იქ, სადაც აღმოჩნდა დადასტურებულად, რომ 8000 წლის წინ ღვინო დაიწურა, თუ სამარცხვინოდ უნდა გამოიყურებოდეს, ლურჯი პარკები რომ აქვს გადაფარებული და მონგრეული ღობე რომ აქვს, მავთულით დამაგრებული ჭიშკარი რომ აქვს, მუზეუმის გაკეთებას თუ აპირებთ და იმსახურებს თუ არა ეს ქვეყანა იმას, რომ თუ ღვინის სამშობლოა ღვინის ნორმალური მუზეუმი ჰქონდეს,“- განაცხადა ელისაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები