LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გია გაჩეჩილაძე: 40 ათასი კაცის სახელით მინდა ვკითხო კელი დეგნანს – მომხრეა თუ არა საქართველოში მეორე ფრონტის, სააკაშვილის გამოშვების და რიგგარეშე არჩევნების

317
BeFunky-collage (3)

საზოგადოებრივი მოძრაობა „აი ია“-ს დამფუძნებელი გია გაჩეჩილაძე საქართველოში აშშ-ის ელჩს რამდენიმე კითხვით მიმართავს. როგორც გია გაჩეჩილაძემ “იმედი” ეთერში თქვა, მას აინტერესებს მომხრეა თუა არა კელი დეგნანი მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლებისა და ქვეყანაში რიგგარეშე არჩევნების ჩატარების.

კელი დეგნანი: ერთმანეთზე თავდასხმა, მოღალატეების, პრორუსების ან „ომის პარტიის“ ძახილი საქართველოს არ სჭირდება, საქართველოს ახლა სჭირდება ერთიანობა

„ძალიან მაინტერესებს ამ 40 ათასი კაცის სახელით მინდა შეკითხვა დავუსვა ქალბატონ კელი დეგნანს მართლა მაინტერესებს ვფიცავ ყველაფერს.

მომხრეა თუ არა ის საქართველოში მეორე ფრონტის, მომხრეა თუ არა სააკაშვილის გამოშვების და მომხრეა თუ არა რიგგარეშე არჩევნების.

არ ვიცი, სახალხო დამცველი გერქვას და მარტო სააკაშვილის ჯანმრთელობაზე ფიქრობდე და გული გისკდებოდეს და სხვა ადამიანები ვითომც არც ყოფილან პატიმრები და არც არასდროს არ იქნებიან, ისე იქცეოდე, ეს ხომ ადამიანმა ვინც ამ ქვეყანაში ცხოვრობს ყველამ ხომ ძალიან კარგად იცის, რომ ეს ასეა.

ეს ხომ საზოგადოებამ ხალხმა ყველაზე უფრო კარგად იცის. და ვერაფერი თუ დღეს ეს ლაპარაკი, შიგნიდან ავრევთ, გარედან ავრევთ, ასე ფიქრობენ, ვერ არევენ, იმიტომ რომ გავლილი აქვს ხალხს 30 წლის განმავლობაში ეს ყველაფერი. იმ მდინარეში ისევ უკან არ დავბრუნდებით გამორიცხულია ეს ამბავი. გამორიცხულია და არც ჩვენ ქვეყანას არ ჩავითრევთ არანაირ ომში. ეს ვისაც როგორ არ უნდა უნდოდეს“- განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.

ქვეყანას არ აგარევინებთ! საზოგადოება არ დაუშვებს მშვიდობის გზიდან გადახვევას – გია გაჩეჩილაძე ახალ ინიციატივას აანონსებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები