LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გია გაჩეჩილაძე – დიდი მადლობა უფალო, რომ ჩვენს ქვეყანაში მშვიდობაა – მადლობა ყველა ადამიანს ვინც მშვიდობას კბილებით იცავს

273
გია გაჩეჩილაძე

მადლობა ყველას ვინც მშვიდობას კბილებით იჭერს, რა დიდი ზეწოლის ქვეშაც არ უნდა ჯდებოდეს მისი დაჭერა , – ამის შესახებ გია (უცნობი) გაჩეჩილაძემ რესპუბლიკის მოედანზე აქციაზე სლოგანით – “მოვდივარ” განაცხადა.

მან საზოგადოების ნაწილს მოუწოდა, რომ ხალხის სახელით აღარ ისაუბროს.

„დიდი მადლობა უფალო, რომ ჩვენს ქვეყანაში მშვიდობაა, მადლობა ყველა იმ ადამიანს ვინც დღეს ამ მშვიდობას კბილებით იცავს, კბილებით იჭერს, რა დიდი ზეწოლის ქვეშაც არ უნდა ჯდებოდეს ამ მშვიდობის დაჭერა და ჩვენ ვიცით რა დიდი ზეწოლა ხორციელდება ადამიანებზე, მაინც მშიდობაა და ამ მშვიდობით უნდა გავიაროთ ოქროს შუალედზე, სანამ არ მივალთ იმ ჭეშმარიტ თავისუფლებამდე, რომელიც დავიმსახურეთ.

მინდა გითხრათ ყველას, ვინც თუნდაც ტელევიზიებიდან გვადევნეს თვალყურს, შეხედეთ ამ ხალხს, ამ ადამიანებს და თავშიც აღარ გაივლოთ ამ ხალხის სახელით ლაპარაკი,“- განაცხადა გაჩეჩილაძემ.

რესპუბლიკის მოედანზე აქციის მონაწილეებს მოთხოვნები გააცნეს – მოვედით ხალხი, რომელმაც საუკუნეების წინ, კაცობრიობას ლითონის დამუშავების საიდუმლო უბოძა…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები