LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გია ხარჩილავა: ხვალ დიდი დღეა! წალენჯიხაში ნიკო კვარაცხელიას, მომავლის ბიჭის სახელობის IT სკოლა იხსნება!

421
BeFunky-collage (5)

მამუკა ხაზარაძის დაფინანსებით, წალენჯიხაში უფასო IT სკოლა, ხვალ, 23 მაისს იხსნება. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში წალენჯიხის მერი, გია ხარჩილავა ავრცელებს.

მისი ინფორმაციით, უფასო IT სკოლაში სწავლის მიზნით, რეგისტრაცია უკვე 300-მეტმა ახალგაზრდამ გაიარა.

მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

“შაბათის ამბები:

ამბავი 1:

იცანით?” ამაზონის” ხელოვნური ინტელექტის დეპარტამენტი, პავლე მგელაძე – გაუძღვება წალენჯიხაში საეტაპო დონის ცოდნას.

IT სკოლის სულისჩამდგმელი, მამუკა ხაზარაძე.

300-ზე მეტი ახალგაზრდა თანამედროვე ცოდნის მოლოდინშია!

წალენჯიხაში სწავლება იქნება უფასო!

ესეც უანალოგო და ქველმოქმედების მასტერკლასია-ინვესტიცია თაობებში!

ხვალ დიდი დღეა!

ხვალ წალენჯიხაში ნიკო კვარაცხელიას,მომავლის ბიჭის სახელობის ITსკოლა იხსნება!”, – წერს გია ხარჩილავა.

იხილეთ ვრცლად:

მამუკა ხაზარაძე წალენჯიხაში უფასო IT სკოლას ხსნის: „რამდენიმე თვეში ამ ახალგაზრდებისგან შევქმნით სერტიფიცირებულ დეველოპერებს“

პოპულალურები