LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გია მურღულია: „რატომ ჰგონიათ, რომ სიმდიდრეა მთავარი? რად გინდა სიმდიდრე, თუ თავისუფლებასა და ბედნიერებას არ მოგიტანს? „უფულო კაცი სჯობს უკაცო ფულს“

405
ყუჯლკუყკ

ფილოლოგიის დოქტორი, პედაგოგი გია მურღულია სოციალურ ქსელში მორიგ საინტერესო და დამაფიქრებელი პოსტს ავრცელებს.

“რატომ ჰგონიათ, რომ სიმდიდრეა მთავარი?

რა “ღირს”:

კარგ წიგნს რომ წაიკითხავ და გაიგებ?

ბავშვი რომ გაგიღიმებს?

ღირებულ ახალს რომ შექმნი?

შენთვის ძვირფას ადამიანს რომ შეუყვარდები?

შენი ნების საწინააღმდეგოდ არავის სურვილს არ შეასრულებ?

სამშობლოს რომ დაიცავ?

ღმერთი რომ მეგობრად მიგიჩნევს?

ამას ყველაფერს ფასი არ აქვს – არც ერთად და არც ცალ-ცალკე.

იყიდო რომელიმე – შეუძლებელია.

არადა, სწორედ მათშია კაცის თავისუფლებაც და ბედნიერებაც.

რად გინდა სიმდიდრე, თუ თავისუფლებასა და ბედნიერებას არ მოგიტანს?

ბევრ ფულსა და დიდ მატერიალურ შეძლებას არ გაექცე, მაგრამ ნუ აქცევ მათ კერპად (“ვა, ოქრო მისთა მოყვასთა აროდეს მისცემს ლხენასა.”).

როგორც ერთხელ თემისტოკლემ თქვა:

“უფულო კაცი სჯობს უკაცო ფულს”, – წერს გია მურღულია.

გია მურღულიას ბოლო გაკვეთილი მე-12 კლასელებთან: „ბავშვებმა მოულოდნელად ტაში დაუკრეს… განა არ ღირს ცხოვრება და გარჯა ასეთი წამისთვის?“

გია მურღულია: „ბავშვებმა წიგნების წაკითხვა როდის უნდა მოასწრონ, ან როდის უნდა გაისეირნონ პარკში, როდის უნდა მივიდნენ მეგობართან და რაც მთავარია, როდის აქვთ მათ ღვთაებრივი სიზარმაცის დრო?“~

გია მურღულია: „მე არ მიჭირს ვაღიარო, რომ ვინმე ჩემზე ნაკითხი, მცოდნე და განათლებულია.. პატივი უნდა მიაგო იმ აზრს, რომ სხვამ მეტი და უკეთესად მოასწრო, ვიდრე შენ“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g