ფილოლოგიის დოქტორი, პედაგოგი გია მურღულია სოციალურ ქსელში მორიგ საინტერესო და დამაფიქრებელი პოსტს ავრცელებს.
“მე არ მიჭირს ვაღიარო, რომ ვინმე ჩემზე ნაკითხი, მცოდნე და განათლებულია, რადგან (გარდა იმისა, რომ ეს სავსებით ბუნებრივი დაშვება თუ შესაძლებლობაა) ზუსტად ვიცი, რა დიდი შრომა და ფიქრი დასჭირდებოდა ამას.
პატივი უნდა მიაგო იმ აზრს, რომ სხვამ მეტი და უკეთესად მოასწრო, ვიდრე შენ”,- წერს გია მურღულია.