LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიგი დედალამაზიშვილის ამაღელვებელი სიურპრიზი ორსულ მეუღლეს (ფოტო+ვიდეო)

gigi-dedalamazishvili

გიგი დედალამაზიშვილი ორსულ მეუღლეს, მარინა კარპის და ქალიშვილს, ლიზის, რომელიც სამი წლის გახდა, დაბადების დღეზე, შესანიშნავი სიურპრიზი მოუწყო. მომღერალს სამთვიანი ტურნე ჰქონდა და წესით, ამ დროს თბილისში არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ მოულოდნელად ქალიშვილის დაბადების დღეზე გამოცხადდა და ოჯახს დიდი სიურპრიზი გაუკეთა.

გიგის დედამ, ციცი ფალავანდიშვილმა გაავრცელა ფოტოები და დაწერა:

„ჯერ კიდევ ემოციებში ვარ❤️❤️❤️❤️ როგორი სიურპრიზი მოგვიწყო გიგიმ. ნამდვილად არ ველოდით, რომ გასტროლებიდან ერთი დღით ჩამოფრინდებოდა და ასე გაგვახარებდა ყველას, პირველ რიგში კი ასე გააბედნიერებდა მარინას და იუბილარ ლიზის❤️❤️ მადლობა დე❤️❤️❤️❤️ #ესოჯახია #ესსიყვარულია“

„მგზავრების“ სოლისტის დამ, ნინიმ კი სიურპრიზის ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნა:

„დღესასწაულია ეს ბიჭი❤, გიგი რამდენიმეთვიან ტურნეშია წასული, დღეს ლიზი 3 წლის გახდა და ასე მოულოდნელად გამოგვეცხადა ოჯახს⭐. my family“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g