LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიგი დედალამაზიშვილის ქართულ-უკრაინული საახალწლო სუფრა – რას უმზადებს სიდედრი

656
გიგი-დედალამაზიშვილი

როგორი ტრადიციები აქვს გიგი დედალამაზიშვილს ქართულ-უკრაინულ ოჯახში საახალწლოდ? ამის შესახებ „მგზავრების“ სოლისტი fortuna.ge-ს ესაუბრა.

გიგი დედალამაზიშვილი: 

ტრადიციები, ძირითადად, ერთნაირია. უკრაინაში მეკვლეს ტრადიცია არ არის მხოლოდ.

აითვისა მარინამ?

რა თქმა უნდა.

საახალწლო სუფრა როგორი გაქვთ?

სუფრაზე დედაჩემისა და რუსიკო ბებიის, ჩვენი ოჯახის ახლობლის, ასევე ჩემი სიდედრის კერძების ნაზავია. ჩემი სიდედრი უკრაინულ კერძებს ამზადებს, ჩემები – ქართულს. სლავური სამზარეულოდან რაც პოპულარულია, ჩემი სიდედრი „ხალადეცს“ ძალიან მაგრად ამზადებს.

მარინა არ ფუსფუსებს?

არა, მარინა, ძირითადად, განკარგულებებს იძლევა (იღიმის).

სახლში შეხვედრის ტრადიცია გაქვთ?

ისაა ტრადიცია, რომ გვინდა ერთად ყოფნა. წელს ვერ ვახერხებთ. „მგზავრები“ ქუთაისში ვუკრავთ, ოჯახი თბილისში იქნება.

სურვილებს ჩაუთქვამ ხოლმე?

ბავშვობაში ძალიან მიყვარდა სურვილების ჩათქმა – ფურცელზე ვწერდი სურვილებს, შემდეგ ფურცელს ვწვავდი, შამპანურში ვყრიდი  და რაც მე ფერფლი მაქვს დალეული (იცინის).

წელს რა სურვილი გექნება საახალწლოდ?

ჩემთვის პირადად 2022 ურთულესი წელიწადი იყო. 2023 წლისგან უკრაინის გამარჯვებას და მშვიდობას ველი!..

რაც შეეხება „მგზავრებს“ – ველი ჩვენს ახალ ალბომს და კლიპს, რომელიც ვფიქრობ, ძალიან კარგი გამოვიდა…

ინტერვიუ: ნინო მურღულია 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g