გიგი უგულავა მარნეულის იზოლატორშია გადაყვანილი. ინფორმაციას ამის შესახებ ტვ „ფორმულა“ ავრცელებს.
უგულავა დღეს, დღის პირველ ნახევარში, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის დაწყებამდე, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
ადვოკატები გიგი უგულავას რამდენიმე საათს მანძილზე ვერ პოულობდნენ – უცნობი იყო, სად გადაიყვანეს პოლიტიკოსი დაკავების შემდეგ.
ადვოკატი გიორგი კონდახიშვილი ამბობდა, რომ შსს არ გასცემდა არანაირ ინფორმაციას იმაზე, თუ სად წაიყვანეს დაკავებული პოლიტიკოსი, მოგვიანებით უფლებადამცველი უგულავასთან შესახვედრად მარნეულში თავად წავიდა.