LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გილოცავ, მა… ვგიჟდები შენ სტილზე ამ ფოტოზე, მეც ასე მინდა ვიყო ჩაცმული – როგორ იხსენებს ანასტასია ბენდუქიძე მამას

17218
ანასტასია და კახა ბენდუქიძე

ბიზნესმენ კახა ბენდუქიძეს წელს 66 წელი შეუსრულდებოდა. ბენდუქიძის ქალიშვილი ანასტასია ბენდუქიძე სოციალურ ქსელში მამას იხსენებს და წერს, რომ ძალიან ენატრება

„გილოცავ, მა ❤️
წელს 66 ხდები, და ისე მინდა რომ ცოცხალი იყო… ძაან. ბევრი რამე მინდა გკითხო, გაჩვენო როგორ ვაჭრობ ქართულ ენაზე ლილოზე (“მუქთად” არის ჩემი საყვარელი სიტყვა) და სანნი როგორ გგავს.

სხვათა შორის, კახა ბენდუქიძე როგორი ბაბუ იქნებოდა? მე ვფიქრობ რომ ქართველ ბებიების ნაირი – “ჩვენი ბიჭი ყველაზე ჭკვიანია და საყვარელია”?

ძალიან მენატრები, არა მარტო როგროც მამაჩემი, არამედ როგორც ქართველ მოღვაწე. ძალაინ გვაკლიხარ საქართველოში / მსოფლიოში?
პ.ს. ვგიჟდები შენ სტილზე ამ ფოტოზე.

უფრო კაი ამინდი რომ იქნება, მეც ასე მინდა ვიყო ჩაცმული“. – წერს ანასტასია ბენდუქიძე სოციალურ ქსელში.

ეკონომიკის ყოფილი მინისტრი და თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კახა ბენდუქიძე ლონდონში 2014 წელს გარდაიცვალა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g