LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი გაბუნია: ჩანაწერის გავრცელება ემსახურება რაღაც მიზანს, რასაც დარწმუნებული ვარ, მალე გავიგებთ

229
გიორგი გაბუნია

„ჩანაწერის გავრცელება ემსახურება რაღაც მიზანს, რასაც დარწმუნებული ვარ, მალე გავიგებთ“, – ამის შესახებ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი გაბუნიამ გამოკითხვაზე შესვლამდე ისაუბრა.

მისი თქმით, გამოძიება ტარდება იმისთვის, რომ მივიდნენ სწორედ იმ შედეგამდე, რაც შემდგომში ხელისუფლებას სხვადასხვა პროცესების სამართავად დაეხმარება. როგორც გაბუნია ამბობს, ის გამოძიებასთან ითანამშრომლებს და მიაწვდის ყველა საჭირო ინფორმაციას, გარდა წყაროსთან დაკავშირებული ინფორმაციისა.

ომბუდსმენი: მედიის წარმომადგენლების მიყურადების პრაქტიკა მიზნად ისახავს მათ დაშინებასა და საქმიანობაში ხელშეშლას

„იმის იმედი არ მაქვს, რომ გამოძიების მიზანი არის ობიექტური სინამდვილის დადგენა, გამოძიება ჩვენს ქვეყანაში ტარდება იმისთვის, რომ ხელისუფლებას რაც სჭირდება იმ შედეგამდე მივიდნენ და შემდეგ დაეხმაროს ეს მათ სხვადასხვა პროცესებშიც, რაც წინასწარ დაგეგმილი აქვთ.

ამ ჩანაწერის გავრცელებას ემსახურება, რა თქმა უნდა, რაღაც მიზანს რასაც ჩვენ მალე გავიგებთ, დარწმუნებული ვარ. მე დავეხმარები ყველანაირად გამოძიებას იმაში, რომ მივაწოდო ინფორმაცია, იმისათვის, თუ როგორ მოხდა უკანონო ჩანაწერის მოპოვება.

თუ კითხვები იქნება შინაარსთან დაკავშირებით, რაზეც ჩვენ იქ ვსაუბრობთ, თუ იქნება მცდელობა, რომ დაადგინონ უფრო წყაროსთან დაკავშირებული დეტალები, რას განვიხილავთ, რატომ განვიხილავთ ან როგორ, ამაზე მე არაფერს არ ვუპასუხებ.“ – განაცხასდა გიორგი გაბუნიამ.

ცნობისთვის, 13 ივლისს მედიაში გავრცელდა აუდიოჩანაწერი, რომელიც „მთავარი არხის“ გადაცემა „Post Factumის“ დაგეგმვის პროცესს ასახავს და შეიცავს ინფორმაციას ჟურნალისტების კონფიდენციალური წყაროს შესახებ. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ცნობილი ხდება მედიის წარმომადგენლების სავარაუდო არაკანონიერი მიყურადების შესახებ.

გაბუნია “უცნობს” პასუხობს: სად დაინახეს ამ ჩანაწერში, რომ ჩვენ ვახდენთ ფაბრიკაციას, ვერ შეგვაშინებთ.. გვითვალთვალეთ რამდენიც გინდათ

„მთავარი არხის“ ჟურნალისტების მიყურადების ფაქტზე გამოძიება უნდა დაიწყოს – კოალიცია

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა “მთავარი არხის” თანამშრომელთა შორის გამართული საუბრის შესაძლო უნებართვო მიყურადებისა და ჩაწერის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები