გიორგი გახარიას პარტიის პრეზენტაციაზე ძმები რევაზ და აჩი არველაძეები მივიდნენ. აჩი არველაძე ჟურნალისტებთან აცხადებს, რომ პარტიის ყრილობაზე სტუმრად არის დაპატიჟებული.
კითხვაზე, აპირებს თუ არა გიორგი გახარიას გუნდში პოლიტიკურ აქტიურობას, არველაძემ თქვა, რომ მედიას 1-ელ ივნისს ინფექციურ საავადმყოფოში პირველ საათზე ეპატიჟება, სადაც ვაქცინაციის ჩატარებას აპირებს და კომენტარს მაშინ გააკეთებს.
გიორგი გახარიას გუნდის პრეზენტაციის პარალელურად საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
ფოტოები: ინტერპრესნიუსი