LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ხელისუფლებაში 8-9 წელი იყო ნამყოფი და როგორ კარგად ვცხოვრობთ ყველა კარგად ვხედავთ” – ოპოზიციური სპექტრის ნაწილი გახარიას კონკურენტად არ აღიქვამს

201
BeFunky-collage

ჩვენთვის კონკურენტი ნამდვილად არ არის – ასე ეხმაურება ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას პოლიტიკურ ველზე დაბრუნებას “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი პეტრე ცისკარიშვილი

მისი თქმით, კარგი იქნება თუ გიორგი გახარიას პარტია ხმებს “ქართულ ოცნებას” წაართმევს.

“ჩვენთვის კონკურენტი ნამდვილად არ არის. თავის ხმების უმრავლესობას ის “ქართული ოცნებიდან” დაიწყებს. ასევე დააჯდება ირმა ინაშვილის პარტიის ხმებს. კარგი იქნება თუ ადგილორბივ არჩევნებზე “ქართულ ოცნებას” ხმებს ჩამოაჭრის, შემდეგ მათ გაუჭირდებათ 43% მოგროვება. მიუხედავად იმისა, რომ ისინი გაყალბებას კვლავ ეცდებიან,”- აღნიშნა პეტრე ცისკარიშვილმა.

პარტია “სტრატეგია აღმაშენებელის” პოლიტიკური საბჭოს წევრის სერგო ჩიხლაძის შეფასებით,ყოფილი პრემიერის ახალი პარტიას დამკვიდრება გაუჭირდება.

სერგო ჩიხლაძე მიიჩნევს, რომ გიორგი გახარიამ პირველ რიგში იმ კითხვებს უნდა გასცეს პასუხი, რომელიც 20 ივნისს უკავშირდება.

“იოლი არ იქნება მისთვის პოლიტიკურ ველზე შემოსვლა. ეს არ არის სელფის დადება და ასობით მოწონების დაგროვება. მან უამრავ კითხვას უნდა გასცეს პასუხი, განსაკუთრებით 20 ივნისთან დაკავშირებით.ის იქნება “ქართული ოცნების” კონკურენტი დარწმუნებული ვარ. ჩვენი ამომრჩეველი გახარიას ხმას არასოდეს მისცემს,”- აცხადებს ჩიხლაძე.

გიორგი გახარიას მეუღლემ საფრანგეთში 472,400 ევროდ ბინა იყიდა

ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, გახარიას ოჯახმა საფრანგეთში უძრავი ქონება დანაზოგის მეშვეობით შეიძინა.

პარტია „ხალხისთვის“ ლიდერის ანა დოლიძის განცხადებით, გიორგი გახარიას პარტია დისკომფორტს მხოლოდ კობახიძე-თალაკვაძის გუნდს შეუქმნის და ხალხის მოთხოვნებს ვერ დააკმაყოფილებს.

,,გახარიას პარტიის შექმნა არის დისკომფორტი ირაკლი კობახიძის და თალაკვაძის შემადგენლობისთვის.

მთავარ დაკვეთას, რომელიც აქვს ხალხს, ეს პარტია ვერ დააკმაყოფილებს, ვინც მის შემადგენლობაშია ხელისუფლებაში 8-9 წელი იყო ნამყოფი და როგორ კარგად ვცხოვრობთ ამის შედეგად ყველა კარგად ვხედავთ.

ეს პარტია ამ ეტაპზე შეადგენს დისკომფორტს კობახიძე-თალაკვაძის გუნდისთვის, მათ აქვთ გარკვეული პიროვნული წინააღმდეგობები, ხალხს რაც სჭირდება – ახალი ძალა, ახალი იდეებითა და ენერგიებით ეს პარტია ვერ იქნება იმიტომ, რომ ხელისუფლებაში უკვე იყვნენ დიდი ხნის განმავლობაში“, – თქვა ანა დოლიძემ.

შეგახსნებთ, გიორგი გახარია  პარტიის პრეზენტაციას დღეს გამართავს. “საქართელოსთვის” – ასე ეწოდება გიორგი გახარიას ახალი პოლიტიკურ გაერთიანებას, რომელიც ოფიციალურად დღეს დაფუძნდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g