LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი კალანდია: „ეს ის საამაყო და სასახელო ბიჭები არ არიან სამოასთან შეხვედრის დროს წმინდა ნინოს ჯვრის ფორმით რომ დადგნენ?! ამის გამო კი ვიღაც ვიღაცები რომ დასცინოდნენ?! იმედია შერცხვა იმ ხალხს”

72
BeFunky-collage (5)

19 ნოემბერს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები უელსის ნაკრებს დაუპირისპირდა და ისტორიული გამარჯვება მოიპოვა.

ქართველებმა მეტოქეს 12:13 სძლიეს.

აღნიშნულ ფაქტს სოციალურ ქსელში ისტორიკოსი და ჟურნალისტი გიორგი კალანდია ასე ეხმაურება:

„ერთი კითხვა მაქვს, ეს ის საამაყო და სასახელო ბიჭები არ არიან სამოასთან შეხვედრის დროს წმინდა ნინოს ჯვრის ფორმით რომ დადგნენ?! ამის გამო კი ვიღაც ვიღაცები რომ დასცინოდნენ ?! იმედია შერცხვა იმ ხალხს… ჩვენს ბიჭებს და ჩვენს ქვეყანას კი ღმერთმა გამარჯვება არ მოაკლოს!” – წერს გიორგი კალანდია.

ცნობისთვის, 12 ნოემბერს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები სამოას ნაკრებს დაუპირისპირდა.

თამაშამდე სამოას მორაგბეებმა ჰაკა შეასრულეს, ქართველმა კი მოედანზე ჯვარი გამოსახეს.

აღნიშნულ ფაქტს საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქციები მოჰყვა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g