ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე ავრცელებს განცხადებას, სადაც წერს, რომ ნებისმიერ ადამიანს, რომელიც აქციის დაშლას გაექცევა, შეუძლია, ბიბლიოთეკის შენობას შეაფაროს თავი.
“აქციის დაშლისას ვინმე დაზიანებულს ან უბრალოდ წამოსულს სადმე თავის შეფარება თუ მოუნდება, საკუთარი შესაძლებლობის ფარგლებში ეროვნული ბიბლიოთეკის კარი ღია იქნება. მე ახლა იქ ვარ, ბიბლიოთეკაში. ბიბლიოთეკა ახლოს არის მოვლენების ეპიცენტრთან. და ჩემთვის სამყაროს ცენტრში დგას ადამიანი. ნებისმიერი ადამიანი, მიუხედავად მისი შეხედულებისა. და იქ სადაც წიგნები ინახება, ადამიანების ადგილიც არის”.