ცნობილმა ქართველმა პიანისტმა, გიორგი მიქაძემ, რომელიც ჩინური პოპის მეფედ აღიარებულ ლიჰომ ვანგთან ერთად ტურნეში იმყოფება და მისი ბენდის წევრი გახლავთ, ჩინეთში Tianjin Olympic Center-ში გამართულ მეგაშოუზე, გია ყანჩელის „ის აქ არის“ შეასრულა.
მიძღვნა ათი ათასოვით მაყურებლის წინაშე შესრულდა.
მანამდე მან გაავრცელა ვიდეო, სადაც ლიჰომ ვანგთან ერთად იგივე მელოდია რეპეტიციაზე შეასრულა.